მატჩის დღე! დროა, თბილისის "დინამომ" შეძლოს - პირველი ეტაპისა და ყაზახური ბარიერის დაძლევა ძალიან გვჭირდება!..

AutoSharing Option
დღეს, 12 ივლისს, ჩვენი დროით 18:00 საათზე, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ყაზახურ "ასტანას" ესტუმრება. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, ევროტურნირების წინ ქართველი გულშემატკივარი მუდამ იმედიანადაა. ზოგჯერ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა ამბიციის გარეშე ყოფნაც არ შეიძლება. ამ ეტაპზე კი მთავარი ისაა, თბილისურმა კლუბმა პირველი ეტაპის ბარიერი გადალახოს, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ გზას უფრო იოლად ხსნის. თავი არ მოვიტყუოთ, ყაზახური "ასტანა" იოლი მეტოქე არ იქნება!..

სამწუხაროდ, ყაზახური კლუბებისგან მწარე გაკვეთილები გვახსოვს და ეს როგორც თბილისის "დინამოს", ისე სხვა
ქართულ კლუბებს უგემიათ. ამით უფრო "აქტობე" გამოირჩეოდა, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ჩვენებური კლუბი დაამარცხა, რომელსაც შეხვდა. მაშინ ამ გუნდთან უშანსო მარცხი "დინამოში" სერიოზული გადახალისების საფუძველი გახდა. გვესმოდა, რომ ყაზახეთში სეზონი ზაფხულში მიმდინარეობდა და მათთან ამის გამოც გვიჭირდა. ახლა ეს არგუმენტი გამოცლილია - უნდა შევძლოთ, პირველი ეტაპი დამაჯერებლად გავიაროთ და ყაზახებს ჩემპიონთა ლიგისკენ გზა გადავუჭრათ!.. სხვათა შორის, პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "აქტობე" ელის.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ასტანას", ამ გუნდმა მოკლე ისტორიის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონობაც მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა და ევროპა ლიგისაც. ფაქტია, ბოლო წლებში მათ ამ მასშტაბის წარმატება არ აქვთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისეთივე ძლიერები აღარ არიან. მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ პირველობა "ორდაბასს" დაუთმო. ამ გუნდთან ახლახან თასზე 120-წუთიანი დრამა ჰქონდათ და ფინალის საგზურიც გადააბარეს. ისე ჩანდა, თბილისელებთან მატჩზე უფრო გადმოერთნენ. 

ასტანურმა კლუბმა იცის, რომ პირველ მატჩში მაქსიმალურად ბევრი უნდა გაიღონ, რადგან მათი ჰავა თუ ხელოვნური საფარი ის უპირატესობაა, რის გამოყენებასაც ეცდებიან. მთავარი მწვრთნელი ბაბაიანი დაბალანსებულ სპეციალისტად მიიჩნევა. "დინამოს" მოწინააღმდეგე ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. აქაა მცველი ბაისბეკოვი, რომელიც ხსენებულ სათასო მატჩში გააძევეს. გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უკანახაზელია ჩრდილომაკედონიელი ამანოვიჩი. გუნდშია სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩიც. ყაზახებს ორი შედეგიანი ფორვარდი ჰყავთ, აიმბეტოვი და უკვე 35 წლის ხორვატი, კაპიტანი მარინ ტომასოვი, რომელიც წლებია, მთავარი "გამტანია".

გიორგი ჭიაბრიაშვილის გუნდი აფრიკელი ლეგიონერებით გაძლიერდა. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ პრობლემური პოზიციები გააძლიერა. თბილისელები ქვეყნის სუპერთასს დაეუფლნენ და კარგ ხასიათზე არიან. ახლა ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - როგორ ფორმაში არიან ისინი, რომლებმაც 21-წლამდელთა ევროპირველობაზე ითამაშეს და ასევე, მათი სატრანსფერო საკითხი რამდენად აქტუალურია. სამწუხაროდ, ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია. დანარჩენს შეხვედრა გამოაჩენს. ის ვიცით, რომ სრული კონცენტრაცია, ფიზიკურად კარგად მომზადება, ორთაბრძოლებში შესვლა და საკუთარი საგოლე შანსების კარგად გამოყენება გვმართებს. მწვრთნელების დუელი საინტერესო და ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

Sportall.Ge

შეხვედრას რუმინული წარმოშობის ავსტრიელი არბიტრი კრისტიან-პეტრუ ციოჩირცა განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში შესაძლო თამაშგარე მდგომარეობიდან გოლის ჩათვლის გამო სკანდალში გაეხვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება VAR-მა დაადასტურა.

ამ ეტაპზე მაინც, არ გვსურს იმაზე საუბარი, მარცხის შემთხვევაში "დინამო" ვის შეიძლება დაუპირისპირდეს, გამარჯვებულს კი ზაგრების "დინამო" ელის.

სავარაუდო შემადგენლობა: ლორია - მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური - ოსიყმაშვილი, ხარაიშვილი, ომარი - ოსეი (ან მოისწრაფიშვილი), სხირტლაძე (C), კამარა.

altქართული ფეხბურთი უკეთესია თუ ალბანური? - საუკეთესო ფლამარიონი და წიტაიშვილით გაძლიერებული ბათუმელები...

altთბილისის "დინამომ" ორი აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა

altრას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

მკითხველის კომენტარები / 35 /
რატომ არ
წერთ კრიტიკულ სტატიებს ფიფიაზე და ბერიძეზე??? რისი იმედი
გაქვთ?
პროფესტო
11 ივლისი 2023 22:30
5
დინამო თბილისი არა კვახი! შეგირცხვათ პატრონი! ახი იქნება რომ დაგახევენ თავზე ბურთს!
გადასარევი გიორგი
11 ივლისი 2023 21:07
6
რაც კობიაშვილი მოვიდა ქართული გუნდები მეორე წრეში ვერარ ახწევენ დინამო პლეიოფში უთამაშია და ბევრი გუნდები მესამე წრემდის მისულან
ამირან
11 ივლისი 2023 20:24
6
დაინტერესების შემთხვევაში 30 წელიწადი სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ საშუალოზე ოდნავ დაბალი გუნდი გაეკეთებინათ. ისეთი მაინც რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოახერხებდა გასავლას, აი მაგალითად აზერბაიჯანმა შეძლო ასეთი გუნდის ჩამოყალიბება ყარაბახის სახით.აღარაფერს ვამბობ რუსულ და უკრაინულ ფეხბურთის გუნდებზე, რომლებიც არაფრით არ სჯობდნენ ჩვენს დინამოს. სულ ფულს რომ გაიძახით, დაინტერესების შემთხვევაში ფულიც მოინახებოდა და ოქროც, მაგრამ არ აინტერესებთ ფედერაციის ხელმძღვანელობას ეს და რა გინდა რომ ქნა. ახლა ეს დაბეჩავებული ხალხი მსჯელობს ასტანა სჯობია თუ დინამო . ჭირსაც წაუღია ორივე. მე ასეთი დინამოს თამაშების ყურებაც არც მინდა. წაგებას და მოგებას ჩემთვის ერთის ფასი აქვს, რადგან ვიცი რომ ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ქვეყანაში სადაც "ყველამ" იცის თუ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა, ასევე რა შემადგენლობით , საკვალიფიკაციო რაუნდის დაწყების წინ ისეთი გასაცოდაებული კომენტარებით იფარგლებიან რომ ერთი მოგებაც უდიდესი სიხარულია.
დავით 67
11 ივლისი 2023 17:51
11
სეხნიავ სწორედ მაგაზე მწყდება გული რომ სუსტ მეტოქეეზე ვოცნებობთ. და თუ სუსტი მეტოქე დავამარცხებთ გვგონია რომ ეს უკვე რაღაც წარმატება.არადა ეს 0-ია. რატომ უნდა გვჯობნიდნენ რუსეთის ან უკრაინის გუნდები, რომლებსაც რეალი ჰყავთ დამარცხებული ( შახტარს და რუბინს ვგულისხმობ). ჩვენ კიდევ დუდელანჟის დამარცხებით გავიხაროთ. მე ამით ვერ ვხარობ და თქვენი არ ვიცი
დავით 67
12 ივლისი 2023 00:17
1
ეს დინამო,ლიგის ჯგუფში რომ ვერ შევა ყველამ ისედაც ვიცით,მაგრამ ამ ეტაპის დაძლევას,მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს,მოგებული კონფერენსის პლეიოფს ინაღდებს,სადაც თავისუფლად შეიძლება სუსტ მეტოქეს შეხვდეს,მაგალითად უელსის ჩემპიონს,რომელსაც ფარერებთან გავარდნილმა ფორმაციის დინამომაც კი მოუგო,თან გასვლაზე.
დავითი
11 ივლისი 2023 18:44
1
ზოგიერთი უბრალოდ მაოცებს, ჟურნალისტებმა პირდაპირ ილაპარაკეთო წერთ და სტატიაში პირდაპირ წერია, ტყუილად ნუ გვექნება წინასწარ დიდი იმედებიო. აბა, რა უნდა ეწეროს, სადღეგრძელო რომ ყველაფერი გამოვა და მერე რომ ვერ გამოვა, რატომ წერდით ოპტიმისტურადო? დინამო ზაგრების დამარცხება და ჯგუფში გასვლა სერიოზულად გსურთ?
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
11 ივლისი 2023 16:30
2
წესით ჩემო ძმაო თუ გვინდა ჯგუფში შესვლა ასეთ გუნდებს უნდა მოვუგოთ მაგრამ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიძლება ისე შეცვალონ ამ ტურნირის სახელი და გაუქმონ ვერასდროს გავიდეთ ეს კარგად დაიმახსოვრეთ ..არ გამოჩნდა ისეთი კაცი რო იყიდოს თუნდაც ლოკომოტივი რომელსაც შესანიშნავისტადიონი და ბაზა აქვს უნდა იყიდოს ვინმე მილიარდერმა და ააღორძინოს და მიახწიოს წარმატებას..ამ ფიფიასაც რო.... რაქნას რაც შეუძლია აკეთებს....
სიმართლე
11 ივლისი 2023 20:06
2
Სიმართლე მარტო ჟურნალისტებისგან კი არა აქ კომეტარების 90% ცაში დაფრინავს უკვე თუ კი სადმე რამეს გავიფაფხურებთ. Ღმერთი არ უნდა გაგიწყრეს და ვინმე არ უნდაა გააკრიტიკო-ჩეგქოლავენ.კაი დედისა და მამის შვილი ხარ და ვინმზე თქვი სიმართლე.
Მე კი არა გუცაევმა თქვა ტელევიზიით სიმართლე ოღონდ ცოტა რბილად.გუცაევი კი არა მე ვიცი ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებიც ზუსტად ისე ფიქრობენ როგორც გუცაევი.
Ამასწინ წიტაიშვილის ბათუმში ტრანსფერზე დავწერე მაფიოზური სქემა ამუშავდა მეთქი.იგივე მოხდა კვერნაძის ტრანსფერზე. Და ვიღაცეებმა დამიწერეს შენ რა საგადასახადოდან ხარ შენთვის რა მნიშვნელობა აქ ვის ჯიბეში წავა ფული ბიჭი ხო თამაშებს ნაპოლშიო.
Მნიშვნელობა ის აქ რო ტრანსფერიდან წამოსული ფული უნდა მოხმარდეს გუნდს რომელმაც გაზარდა ესა თუ ის ფეხბურთელი რო მეტი სტიმული ჰქონდეს გუნდს რო კიდევ ვინმე გაზარდოს ან ვინმე ლეგიონერი მოიყვანოს და არა ჯუღელის,ბერიძის და უსმანოვის ჯიბე გასქელდეს.
Ნახეთ როგორ გადაერთო ბერიძე ფულის შოვნაზე და დინამო ბათუმი დააპაუზა.ურჩევია ჰყავდეს რაღაც დონეზე მიმზიდველი გუნდი,გაუამხანაგდეს ვიღაც მაფიოზ აგენტს და რაღაც ხრიკებით აწაპნოს გუნდებს ფეხბურთელში გადახდილი ფული.
Არ გამკვირდება კი არა ველოდები კიდევ სხვა ფეხბურთელების ტრანზიტით ბათუმის დინამოში,გაყიდვას საზვარგარეთის გუნდებში.
ეჰ ჩემო ლადო
11 ივლისი 2023 16:04
4
ბათუმი ვერაფერს მიიღებს წიტაიშვილის ტრანსფერში კიევის დინამოს საკუთრებაა და ბათუმში იჯარით არი. კვარა ფიფიამ ისე გააგდო თბილისის დინამოდან ერთი თამაშის შანსიც არ მისცა ასევე აზაროვიც გამოაგდო პრაქტიკულად აბა რაზე გვაქვს პრეტენზია სადაც გამოზარდეს და მისცეს შანსი ამ ბიჭებს ფულიც იმათ მიუვიდათ ასე რო თქვენი მოსაზრება უსამართლოა.
გიოსვანი
12 ივლისი 2023 09:59
0
როცა ფეხბურთს პულსი აღარ ესინჯება, ქართველ სპორტულ ჟურნალისტებზეა ყველაფერი დამოკიდებული. თეთრს თეთრი დაარქვით, დასვით დიაგნოზი, ხმამაღლა ისაუბრეთ ყველაფერზე. ის რაც ჩვენ საკლუბო ფეხბურთს სჭირს, უდიდესი სირცხვილია. ფარერების 6-1 მერე ფიფია ქუჩაში ვერ უნდა დადიოს და დღეს ისევ დგახართ და რაღაც უტოპიაზე საუბრობთ. სად წავიდა ხვიჩას გაყიდვით მიღებული 10 მილიონი? ყველამ ვიცით სადაც, მაგრამ ამაზე რატო არ იღებს არავინ ხმას?
ლადო
11 ივლისი 2023 13:26
5
ჭიაბრიშვილი სანამ იქნება დინამოს სულ რეგრესი ექნება..საბურთალოელი ფეხბურთელებით გაავსო დინამო რომლებიც ყველა ერთად გასაყრელია
akademiq
11 ივლისი 2023 13:25
5
დარწმუნებული ვარ არ დაბეჭდავთ. სიმართლე არავის უყვარს. წესით ყაზახეთის ჩემპიონატი ჩვენსას ჯობია, იმიტომ გვიგებენ. ფულიც მეტი აქვთ. სწორ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ. ბურთს არ ათრევენ. ფიზიკურად უფრო მზად არიან. ჭკვიანი ტრენერი ყავთ. ბოლო ბოლო, ჩვენზე მეტი ფული აქვთ.
ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ, დინამოს რაში აქვს უპირატესობა.
მწარე
11 ივლისი 2023 12:28
3
არაფერს არ თამაშობენ კაზახები. სადაც გავიდნენ ერთი თამაშიც ვერ მოიგეს . საშუალოზე დაბალი დონეა კაზახეთი. საერთო დონით გვჯობნიან ისისც ფულით მაგრამ შორსაც არ არიან ჩვენგან. ასე რო ბრძოლით და მონდომებით თუ ითამაშებენ ჩვენები სახეს გააძრობენ კაზახებს.
გიოსვანი
11 ივლისი 2023 14:15
9
ფიზიკურად ამდენი წელია ვერ მოუმატეს თორე რაღაც შედეგს დადებდენ
მწარეს
11 ივლისი 2023 13:48
0
ყველა გამოხმაურება
ტემპის მომატება ისწავლეთ და პირველი ეტაპიც და ჯგუფურიც შეგიძლიათ ახალგაზრდულმა ისეთი შედეგი აჩვენა
1.2.3.4.5.6.
11 ივლისი 2023 11:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული