პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის "დინამო" "ასტანასთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ასტანასთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა, მაგრამ სტადიონი არ გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად
უტევდა, მომენტებს ქმნიდა და ტომასოვის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-40 წუთზე ოვანესიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კონტრიერიშისას ერთ-ერთზე გასულ კამარას მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, ცოტა ხანში ხარაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს კობოურის შორიდან გასროლილი ჩონდრიჩმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ასტანა. „ასტანა არენა“
ასტანა - დინამო (თბ)
გოლი: აიმბეტოვი (11)

დინამო (თბ): ლორია, მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური, ოსეი, იმრანი, ხარაიშვილი, სიგუა, კამარა, სხირტლაძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
Პეტრეპავლობას გილოცავთ ყველას საგარეჯოდან.მრავალს დაესწარით ყველა ქართველი და ყველა ვისაც საქართველო უყვარს.სუუუულ რო ასით ნოლი წაგოს დინამო მაინც დინამოა!!!! Მგელი ისე არ მოკვდება თხამ ყურში ჩააკუოსო.გუნდს რომელმაც ფეხბურთს აჩუქა იამანიძე,მესხი,მანუ,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,ქინქლაძე,არველაძეები თავის სიტყვას მაინც იტყვის.ნახევარზე მეტი ნაკრები დინამოელია და მაინც დინამოს აგინებენ.ბჯო შენ გაზარდე დინამოზე კარგი ფეხბურთელი აბა მიდი,დაგიშალა ვინმემ? Მაგრამ ერთი ადგილი არა გვაქ? Ხოდა დინამო ერთი ვიცი ეს არი დინამო თბილისი.დანარჩენებმა დაისვენეთ.
jordan beli
20:14 12-07-2023
0
ლგბტ სამკლაურებით თამაშობენ თუ ლგბტ წარწერებით ან "არა რუსულ კანონს"-ო ?? DDD
zura222
19:58 12-07-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული