პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის "დინამო" "ასტანასთან" 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ასტანასთან“ 0:1 მარცხდება.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ბაბაიანმა იმედი გამოთქვა, რომ ანშლაგი იქნებოდა, მაგრამ სტადიონი არ გაივსო. „ასტანა“ დებიუტიდანვე დაეუფლა ინიციატივას და პირისპირ გასულ ამანოვიჩს გატანა მეკარე ლორიამ არ დაანება. „დინამო“ ბევრ შეცდომას უშვებდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და აიმბეტოვისგან გოლი მიიღო. ამის შემდეგ ქართულმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და სხირტლაძის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, მერე შანსი კამარამაც ვერ გამოიყენა. ყაზახური კლუბი კვლავ უფრო აქტიურად
უტევდა, მომენტებს ქმნიდა და ტომასოვის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-40 წუთზე ოვანესიანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კონტრიერიშისას ერთ-ერთზე გასულ კამარას მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, ცოტა ხანში ხარაიშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ბოლოს კობოურის შორიდან გასროლილი ჩონდრიჩმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ასტანა. „ასტანა არენა“
ასტანა - დინამო (თბ)
გოლი: აიმბეტოვი (11)

დინამო (თბ): ლორია, მალი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური, ოსეი, იმრანი, ხარაიშვილი, სიგუა, კამარა, სხირტლაძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
იმათი და ჩვენი მომენტები რომ შევადაროთ მინიმუმ არ უნდა ვაგებდეთ, თუმცა დაცვა კატასტროფაა.
ეეე
19:00 12-07-2023
1
გარსიას მიერ ჩამოწერილი ესპანელებით და ლოკალი ძველი ბიჭებით აწყობილი დინამო რომ სანატრელია... ეხ
amberგ
19:05 12-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული