ჭიაბრიშვილი: მოედნის და სიცხის გამო მძიმე მატჩი გამოვიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "ასტანას" დაუზავდა (1:1). შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

"პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ როგორც მოველოდით, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მთლიანობაში მეტოქემ უკეთ ითამაშა. კარგია, რომ პირველი დაპირისპირება გასვლითი გვქონდა, რომელიც მოედნის და სიცხის გამო მძიმე გამოვიდა. შეიძლება ითქვას, პირველი თამაში ნორმალურად ჩავატარეთ. მე შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ საპასუხო შეხვედრის შედეგად მომდევნო ეტაპზე გავალთ", - ციტიტრებს ჭიაბრიშვილს Meta-ratings.kz.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა სიცხე რეებს ამბობს ეს? ან რა მძიმე მატჩი , რავი რასაც ვუყურებდი უამრავი მომენტი იქმნებოდა.. მე-2 ტაიმში მომეწონა ტაქტიკა რომ გადააწყო და შეცვლებიც სწრაფადვე გააკეთა. - ხო და ჭია ცოტა ტაქტიკაზეც გველაპარაკე ამ ზღაპრებს ნუ იგონებთ რა.
ilar10N YouTube
22:31 12-07-2023
4
თუ პრესინგის დაძლევა ვერ ისწავლეს ჩვენებმა არაფერი გამოვა. ყველა დონეზე ეს პრობლემა გვაქვს.
ბს
01:29 13-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული