ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის თბილისის "დინამოსთან" ფრედ დასრულებით (1:1) ყაზახური მედია და ფეხბურთელები აშკარად უკმაყოფილონი დარჩნენ.
Sports.kz: "ასტანამ" ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში იმედები გაგვიცრუა. დაპირისპირებაში ფავორიტი ყაზახეთის ჩემპიონი იყო და დებიუტში ზეწოლის შედეგად აიმბეტოვმა ანგარიში გახსნა. უნდოდათ მოპოვებული უპირატესობა გაეზარდათ, მაგრამ მეტოქე შესვენების წინ უპირტესობას დაეუფლა. მეკარე ჩონდრიჩმა რამდენჯერმე გამოავლინა ოსტატობა, ხოლო იმრანის დარტყმული ბურთის მერე მასპინძლები ძელმა იხსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარში "ასტანა" ისევ შეეცადა ოპონენტთან პრესინგისთვის მიემართა, თუმცა ამჯერად ის ადვილად დაუსხლტა და ანგარიში გაათანაბრა. ასტანელები ჯიუტად
მიიწევდნენ წინ, განსაკუთრებით, აიმბეტოვი ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა".
Vesti.kz წერს, რომ დაპირისპირება სენსაციური შედეგით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში "ასტანა" ისევ შეეცადა ოპონენტთან პრესინგისთვის მიემართა, თუმცა ამჯერად ის ადვილად დაუსხლტა და ანგარიში გაათანაბრა. ასტანელები ჯიუტად
Vesti.kz წერს, რომ დაპირისპირება სენსაციური შედეგით დასრულდა.
კომენტარები ფეხბურთელებმაც გააკეთეს.
აბატ აიმბეტოვი: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გულშემატკივრების გახარება ვერ შევძელით. ეს ის გუნდია, რომლის გავლა შეიძლება. ყველაფერი საქართველოში გადაწყდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი არსებობს. მოვემზადებით და სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეცდომებს გავარჩევთ".
ასლან დარაბაევი: "ჩვენს მშობლიურ სტადიონზე უნდა მოგვეგო. მომენტები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი მომდევნო შეხვედრაში გადაწყდება. ჩვენი ამოცანა შემდეგ რაუნდში გასვლაა. მოვემზადებით. "დინამო", პრინციპში, არაფრით არ გამოირჩეოდა. მოჩანდა, რომ პასით თამაშს ცდილობდნენ. თამაშობდნენ გუნდში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. აუცილებელია სწორი დასკვნების გაკეთება და შემდეგ შეხვედრაში გამარჯვება".
ტიმურ დოსმაგამბეტოვი: "ცუდია, რომ მატჩი ფრედ დასრულდა, მაგრამ კიდევ საპასუხო შეხვედრაა. ამიტომ თავდაუზოგავად მოვემზადებით. კიდევ ერთი კვირა გვაქვს. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. როგორც იტყვიან, პირველი ტაიმი ვითამაშეთ, მერე იქნება მეორე, ყველაფერი იქ გამოჩნდება".
"სპორტი" წერს, რომ "ფეისბუქზე" ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს გაეცნენ, რომლებიც წერენ, რომ "ასტანა" დაბალი დონის გუნდია.