"ტორპედო" "სარაევოსთან" ფრეს დასჯერდა - გამარჯვებული ბოსნიაში გამოვლინდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „სარაევოსთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ბოსნიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, ჟილკიჩის და კერემეჰის დარტყმული ბურთები ხარიხას მოხვდა, ორჯერ კი „ტორპედო“ მეკარე კლიაიჩმა იხსნა. ტაიმის ბოლოს მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველივე კუთხური სანდოხაძის გოლით დაგვირგვინდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ოლივეირამ ანგარიში გაათანაბრა, ბუღრიძემ მალევე ისევ წინ გაიყვანა „ტორპედო“, თუმცა შემდეგ კლიაიჩმა გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ვარეშანოვიჩმა კვლავ აღადგინა თანაფარდობა. აქედან მოყოლებული, „ტორპედომ“ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა: აქტიურ ბუღრიძეს მეკარემ არ გაატანინა, ორჯერ შორი
მანძილიდან შერგელაშვილის ძლიერად შესრულებული საჯარიმოც მოიგერია, მერე არაბიძემ ოდნავ ააცილა მიზანს, ნადარაიას დარტყმული მეკარემ უკუაგდო, ქობულაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა და მატჩი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 77-ე წუთზე მოწინააღმდეგის გუნდში შეცვლაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გულიაშვილი შევიდა.

საპასუხო შეხვედრა 20 ივლისს ჩატარდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - სარაევო 2:2
გოლები: 1:0 სანდოხაძე (43), 1:1 ოლივეირა (47), ბუღრიძე (48), 2:2 ვარეშანოვიჩი (51)

მკითხველის კომენტარები / 31 /
სამწუხაროდ ორივე გოლი მეკარის შეცდომის გამო გავუშვით.არ არის სარაევო გადაულახავი ბარიერი და იმედია გავა ტორპედო შემდეგ ეტაპზე.
მეზღვაური
23:09 13-07-2023
7
კარგი თამაში იყო!
უნაკლო ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს, მე რაც ვნახე მინიმუმ ერთი შეცდომა ყველამ დაუშვა, მაგრამ ზოგადად იბრძოლეს და ეს გუნდიც და გულშემატკივარიც მინიმუმ ერთ თამაშს იმსახურებს საკუთარ სტადიონზე.
ის სარავოც არაა დიდი არაფერი და შეილება გასვლა
მოყვარული
23:07 13-07-2023
4

სიახლეები პოპულარული