ბათუმის "დინამომ" "ტირანასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „ტირანას“ დაუზავდა - 1:1.
თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა. აჭარულმა გუნდმა მეტოქეს სტუმრად ბრძოლა გაუმართა და დაწინაურდა კიდეც. გოლი 67-ე წუთზე ფლამარიონმა ბიძინაშვილის პასით გაიტანა. სამწუხაროდ, მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს.
არ ვიცი რა სჭირთ,ბოლო წუთების წყევლა დავარქვა თუ მუხლების კანკალი.ვისი და რისი გეშინია,ისიც ხომ შენთან ერთად დარბოდა მოედანზე და თამაშით სჯობნიდი კიდეც?!უკვე მერამდენედ გვემართება ასე და ჭკუა ვერ ვისწავლეთ.კაცი სხვის გამოცდილებაზე რომ ვერაფერს სწავლობს,ეს კიდევ ერთია,მაგრამ შენ თვითონაც ორჯერ რომ წაიტეხავ ცხვირს,სამჯერ და კიდევ მეოთხედ იგივეს გაიმეორებ,გამოდის ჩლუნგი ხარ?განმეორებით მატჩში,მეტოქე გაცილებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება და ასეთი მენტალიტეტით,გვეყოფა ძალა,მათ დასამარცხებლად?ეს კითხვა,ყველა ქართულ გუნდს უნდა დავუსვათ,რადგან ყველას თითქმის ერთნაირი პრობლემები აქვთ!
ქართველებს ანგარიშის შენარჩუნება უნდათ პაიჭაძის დროინდელი მეთოდებით. დაცვაში დგომა და ბურთის უაზროდ მოგერიება, არადა ნორმალური გუნდი პირიქით ცდილობს, მაგალითად მოედნის შუაში პასების საშუალებით ბურთის დიდხანს შენარჩუნებით, ან წინ შეტევის იმიტაციით. ესენი აეკვრებიან კარს, უაზროდ აუტში ან კუთხურზე იგერიებენ, გეგონება 100 წლის წინ რომ ერთი ბურთით თამაშობდნენ, ისევ ის დრო იყოს.