მირზა ვარეშანოვიჩის თქმით, მას აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ტრიბუნებზე "სარაევოს" გულშემატკივრები და ამასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან განმარტებებს ელოდება.
"ძალიან გვაინტერესებს, რატომ არ იყვნენ ჩვენი ფანები ტრიბუნებზე, იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ. როგორც წესი, გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან, მათ შორის, სტუმარი გუნდისაც. ჩვენმა ფანებმა რამდენიმე საათი იფრინეს აქ ჩამოსასვლელად და ისინი ტრიბუნებიდან გააძევეს. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. გამიხარდება,
"ტორპედოს" შესახებ ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო და მათთან თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა რაღაცების ცოდნა მაინც დაგვაკლდა. ვფიქრობ, მეორე გოლი ძალიან კარგ დროს გავიტანეთ, რადგან ამის შემდეგ ენერგია თითქმის აღარ შეგვრჩა. მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად წინ 7 დღე გვაქვს და იმედია, საპასუხო შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ შედეგს არა უშავს, მაგრამ გვჯერა, რომ საკუთარ მოედანზე გასამართ თამაშს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ", - განაცხადა ვარეშანოვიჩმა.
სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა. "ტორპედო" საპასუხო შეხვედრას სარაევოში 1 კვირის შემდეგ, 20 ივლისს გამართავს.
წყარო: ევროპოპი
"ტორპედო" "სარაევოსთან" ფრეს დასჯერდა - გამარჯვებული ბოსნიაში გამოვლინდება [VIDEO]