"სარაევოს" მწვრთნელი: მაინტერესებს, რატომ გააძევეს ჩვენი ფანები

AutoSharing Option
ქუთაისში კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა "ტორპედოსა" და "სარაევოს" შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები წარდგნენ.

მირზა ვარეშანოვიჩის თქმით, მას აინტერესებს მიზეზი, თუ რატომ არ იყვნენ ტრიბუნებზე "სარაევოს" გულშემატკივრები და ამასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან განმარტებებს ელოდება.

"ძალიან გვაინტერესებს, რატომ არ იყვნენ ჩვენი ფანები ტრიბუნებზე, იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ. როგორც წესი, გულშემატკივრები სტადიონზე დაიშვებიან, მათ შორის, სტუმარი გუნდისაც. ჩვენმა ფანებმა რამდენიმე საათი იფრინეს აქ ჩამოსასვლელად და ისინი ტრიბუნებიდან გააძევეს. ვთვლი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება არ იყო. გამიხარდება,
თუ ვინმე ამ ნაბიჯის მიზეზს ამიხსნის.

"ტორპედოს" შესახებ ინფორმაცია გვქონდა, ვიცოდით, რომ კარგი გუნდი იყო და მათთან თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა რაღაცების ცოდნა მაინც დაგვაკლდა. ვფიქრობ, მეორე გოლი ძალიან კარგ დროს გავიტანეთ, რადგან ამის შემდეგ ენერგია თითქმის აღარ შეგვრჩა. მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად წინ 7 დღე გვაქვს და იმედია, საპასუხო შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ შედეგს არა უშავს, მაგრამ გვჯერა, რომ საკუთარ მოედანზე გასამართ თამაშს ჩვენ სასარგებლოდ დავასრულებთ", - განაცხადა ვარეშანოვიჩმა.

სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა. "ტორპედო" საპასუხო შეხვედრას სარაევოში 1 კვირის შემდეგ, 20 ივლისს გამართავს.

წყარო: ევროპოპი

alt"ტორპედო" "სარაევოსთან" ფრეს დასჯერდა - გამარჯვებული ბოსნიაში გამოვლინდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
რომ აინტერესებს ამ ვინმე მწვრთნელს თუ რატომ გააძევეს ბოსნიელი გულშემატკივარი, აუხსენით შესაბამისმა სტრუქტურებმა თუ რატომ! წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის უპასუხოდ დატოვება ჩვენს ქუთაისელ გულშემატკივარს უხერხულობაში აყენებს. პასუხი მისწერეთ (თქვენივე სიტყვებს ვციტირებ): "სარაევოს ფანები პოლიციამ თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლისა და არეულობის მოწყობის მცდელობის გამო გააძევა."
რო გამოდიან მამა აბრამის ბატკნებივით პრესკომფერენციაზე, აცნობეთ მერე უეფას, თორემ ტორპედო აღმოჩნდება სანქცირებული, გეიგეთ ელემენტარული 2Х2?!
ლაშა
13:51 14-07-2023
1
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს,ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე,ჯავა,რუსის ჯარით იყო გატენილი,მაგრამ ამის შესახებ,საქართველოს მაშინდელ მთავრობას,პროტესტი არ განუცხადებია და მერე,გამოძიებაში,საბუთებით ისე გამოჩნდა,თითქოს,ომი საქართველომ დაიწყო და რუსული არმია,მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა.შესაბამისად რუსეთი, საქართველოს ანექსიაში კი არა,გადამეტებული ძალის გამოყენებაში გაამტყუნეს, მხოლოდ.აქ, რაიმე პოლიტიკურის სათქმელად არ გავიხსენე,ეს ისტორია.უბრალოდ,შენ თუ შენი სათქმელი არ თქვი და თანაც თავის დროზე,მაშინ სხვა იტყვის და თანაც ისე,როგორც მას აწყობს და მართალიც ის გამოჩნდება!ეს ისტორია კი,ამის საუკეთესო დადასტურებაა!
სოსო
15:27 14-07-2023
6

სიახლეები პოპულარული