"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

არველაძემ კომენტარი გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, ერთიც და მეორეც ნანობენ, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარნენ. ერთის მხრივ, მათი ზუსტად მესმის, რადგან დატვირთული სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარება რთულია. მეორეს მხრივ, მათი მოედანზე ყოფნა გუნდს ძალიან წაადგებოდა. ის, რომ გულშემატკივარს მათი ნაკრებში არყოფნის გამო გული დაწყდა, ამაში გასაკვირი არაფერია. გუნდურად კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინა ხაზში ძალიან გვიჭირდა.

გამოვარჩევდი საბა საზონოვის ასპარეზობას.
მისი თამაში ყველაზე მეტად მომეწონა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გუნდში წავა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. დღესდღეობით მისნაირი მცველები ცოტანი არიან. ვგულისხმობ, სისწრაფეს, სიმაღლეს, ფიზიკურ მონაცემებს...", - განაცხადა არველაძემ.


alt"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

alt"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა

alt"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 97 /
ხვიჩა კვარაცხელია რატომ არ ითამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში,რატომ დარჩი ნაპოლიში და არ წადი რეალში.რატომ მოიყვანე ცოლი.რა დროის ბედნიერების დროა ჩვენზე არ ფიქრობ? რატომ დაიღალე რა იყო ერთი 100 თამაში ვერ უნდა ითამაშო? რატომ არ აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს. რატომ ისვენებ ევროპის კურორტზე ბათუმი არ მოგწონს? შენ ყველა სიამოვბებაზე უნდა თქვა უარი და ქართველ ხალხზე უნდა იფიქრო.სანამ ფეხბურთს თამაშობ არ გაბედო დაისვენო.ვაი ჩვენს პატრონს. არაფერი გვეშველება.
გოგა
22:37 16-07-2023
14
უბრალოთ ხვიჩამ 9 კილო ოქროს რომ ჯობია, ყველაფერს ის ამჯობინა და პარიზში გაფრინდა.ამის შემდეგ ნაპოლიც და ყველა მისი ფეხბურთელი აღარ მაინტერესებს.
ასეა ეს
15:46 16-07-2023
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული