ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
არველაძემ კომენტარი გიორგი მიქაუტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
დარწმუნებული ვარ, ერთიც და მეორეც ნანობენ, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარნენ. ერთის მხრივ, მათი ზუსტად მესმის, რადგან დატვირთული სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარება რთულია. მეორეს მხრივ, მათი მოედანზე ყოფნა გუნდს ძალიან წაადგებოდა. ის, რომ გულშემატკივარს მათი ნაკრებში არყოფნის გამო გული დაწყდა, ამაში გასაკვირი არაფერია. გუნდურად კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინა ხაზში ძალიან გვიჭირდა.
გამოვარჩევდი საბა საზონოვის ასპარეზობას.
მისი თამაში ყველაზე მეტად მომეწონა. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გუნდში წავა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. დღესდღეობით მისნაირი მცველები ცოტანი არიან. ვგულისხმობ, სისწრაფეს, სიმაღლეს, ფიზიკურ მონაცემებს...", - განაცხადა არველაძემ.
"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა
"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს