ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ თბილისის „დინამო“ „ასტანას“ 1:0 ამარცხებს.
თუ არ ჩავთვლით ყაზახეთში ჩატარებული შეხვედრის საშინელ საწყის 20 წუთს, რომელიც ქართულმა გუნდმა მოედნისა და ამინდის გამო ჩააგდო, მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, რაც იმის იმედს გვაძლევდა, რომ სახლში უკეთ ითამაშებდა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა. თქვა კიდევაც მათმა მწვრთნელმა ბაბაიანმა, რომ მოწინააღმდეგეს შეტევისას ბურთის ფლობისას უპირატესობა ჰქონდა და ამისათვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - ხარაიშვილს
მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი იმრანმა კამარა შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან ვიზავის კარი დალაშქრა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ ორეგამ მიზანს ვერ უწია. თანდათან ტექნიკაში "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა რამდენიმე შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს "ასტანას" ნახევარმცველმა ებონგმა ორი მეტრიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ასტანა
გოლი: კამარა (22)
დინამო (თბ): ლორია, ტაბიძე, მარგველაშვილი, კალანდაძე, მალი, ოსეი, მექვაბიშვილი, იმრანი, ხარაიშვილი, კამარა, სხირტლაძე