ორ წუთში გაშვებული ორი გოლი - თბილისის "დინამო" "ასტანასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ასტანასთან“ 1:2 მარცხი განიცადა, ორი შეხვედრის ჯამში 2:3 დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს.

თუ არ ჩავთვლით ყაზახეთში ჩატარებული შეხვედრის საშინელ საწყის 20 წუთს, რომელიც ქართულმა გუნდმა მოედნისა და ამინდის გამო ჩააგდო, მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, რაც იმის იმედს გვაძლევდა, რომ სახლში უკეთ ითამაშებდა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა. თქვა კიდევაც მათმა მწვრთნელმა ბაბაიანმა, რომ მოწინააღმდეგეს შეტევისას ბურთის ფლობისას უპირატესობა ჰქონდა და ამისათვის რაიმე უნდა მოეხერხებინათ.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით
მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - ხარაიშვილს მეკარე ჩონდრიჩმა არ გაატანინა, შემდეგ კი იმრანმა კამარა შესანიშნავი პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან ვიზავის კარი დალაშქრა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ ორეგამ მიზანს ვერ უწია. თანდათან ტექნიკაში "დინამოს" უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა რამდენიმე შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. ბოლოს "ასტანას" ნახევარმცველმა ებონგმა ორი მეტრიდან ვერ გაიტანა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

სამწუხაროდ, შესვენების მერე მეტოქემ ორი გოლი გაიტანა და დაწინაურდა. საპასუხო იერიშისას სხირტლაძე ჩონდრიჩთან ერთი-ერთზე გაიჭრა და შანსი ხელიდან გაუშვა. ამას ყაზახური გუნდის შეტევები მოჰყვა და ლორიამ ორჯერ გვიხსნა. „დინამოს“ მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა უმალ სამმაგი ცვლილება განახორციელა - მარგველაშვილის, მალის და ოსეის ნაცვლად მოედანზე მაისურაძე, ხვადაგიანი და სიგუა შეუშვა. მოწინააღმდეგის შეცდომის შედეგად კარგი მომენტი ჰქონდა სხირტლაძეს, რომლის დარტყმული ბურთი ჩონრდიჩმა მოიგერია. „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, შტურმზე გადავიდა, სიგუამ ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს, ხვადაგიანის თავური ხარიხას მოხვდა და - ქართული გუნდი დამარცხდა.

კონფერენს ლიგაზე თბილისის "დინამო" მალტის "ჰამრუნს" დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ასტანა 1:2
გოლები: 1:0 კამარა (22), 1:1 ბეისებეკოვი (50), 1:2 დარბო (51)

დინამო (თბ): ლორია, ტაბიძე, მარგველაშვილი (მაისურაძე 57), კალანდაძე, მალი (ხვადაგიანი 58), ოსეი (სიგუა 57), მექვაბიშვილი, იმრანი, ხარაიშვილი (მოისწრაფიშვილი 76), კამარა, სხირტლაძე (მარუშიჩი 77)

მკითხველის კომენტარები / 152 /
ლორია - რამდენიმე კარგი ბურთი აიღო, მაგრამ იმათ მეორე გოლის ეპიზოდში მაინც ჭამა, თავის სტილში...
მარგველაშვილი - აი, რა შუაშია? უბრალოდ რა შუაში იყო ამ უსუსტესი მცველის გუნდში მოყვანა და ორივე მთავარ თამაშში ეგრევე ძირითადში დაყენება?!
ტაბიძე საუკეთესო იყო დაცვაში და კალანდაძეც არ იდგა ცუდად პირველი გოლის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ძალიან კარგად ამოაქვს ხოლმე ბურთი.
ტაბიძის ჩაწოდებები კი ძალიან კარგია, განსხვავებით მალისგან, რომლის პირდაპირი მოვალეობაცაა ჩაწოდება, ვერასდროს ეგ ბიჭი ბურთს ვერ აწვდის ნორმალურად, ვერასდროს! ტაბიძის ჩაწოდებები ორი იყო დღეს და ორივე ზუსტი და სახიფათო.
მექვაბიშვილი - ჩაჭრებში კარგია, მაგრამ შეტევაში უჭირს.
ოსეი - ყველაზე ბევრს დარბოდა და ბევრს მუშაობდა, ობიექტურად.
იმრანი - საგოლე პასი კარგი იყო, მაგრამ ძალიან მაღალი წუნი ჰქონდა გადაცემებში.
კამარა - სწრაფია, მაგრამ ძალიან უფანტაზიო.
სხირტლაძე - ბურთს კარგად ფლობს, მაგრამ მისი ადგილი უფრო სიღრმეშია, ვიდრე ბოლო ფორვარდად.
მარუშიჩი - ეს ტიპი, დინამოზე რომ ცინიკურად ილაპარაკა, იმის მერე გუნდში აღარ უნდა დაებრუნებათ. მისი დაბრუნებით შეურაცხყოფა მიაყენეს კლუბსაც და მის ფანებსაც. არაფერი ისე იკარგება. 0 იყო დღეს და დათვლილია მისი დღეებიც ამ გუნდში.
სიგუა არაა ცუდი, მაგრამ დღეს 100%იანი მომენტი გააფუჭა..

ყველაზე ცუდი კი დინამოს მენეჯმენტი და მწვრთნელი იყო, ჩემი აზრით.
Modric
04:25 20-07-2023
2
თამაშის წინ ვიცოდი უკვე რომ მატჩის შემდეგ დაიწყებოდა. ფიფია ჭიაბრიშვილი, "სასტავი " მოკლედ შარშანდელივით. ერთი მსაჯი გადაურჩა მარტო გინებას. ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ფეხბურთელი არ გვყავს არც ნაკრები გვყავს და არც ჩემპიონატი გაქვს. მარტო კვარაცხელია გვყავს და იმასაც ლამის ქვეყნის მოღალატეობა დააბრალეს, არც თუ ისე ცოტა ხალხმა. დინამომ კარგად ითამაშაო ,ამას რომ დაწერს ადამიანი, იმას მგონი არ გაუგია ფეხბურთი რა არის. მალტის გუნდები გადიან შემდეგ ეტაპზე( ბოლცანი თუ რაღაცა) ლუქსემბურგმაც შექმენს საშუალოზე დაბალი კლასის გუნდები, ე.ი ჩვენზე უკეთესი. აი ნახეთ ხვალ ბირკირკარამ როგორ იბრძოლოს მარიბორთან. ყველას რაღაც წარმატება აქვს. ჩვენთან არა და არ დადგა ეს დღე. ერთი კამარა ფაფხურობდა დღეს, სხვა ვინმემ რამე გააკეთა.? არ დარბიან, ეზარებათ თუ რა არის ვერ გავიგე. მასე სირბილი მიჭირს მე უკვე, თორემ არავიზე ნაკლებად არ დავარტყავ კარებში და ზუსტ პასსაც გავაკეთებ. წადით რა მოშორდით ფეხბურთს. სხვა საქმე გამონახეთ. ამათ უნდათ ევროპაში თამაში?
დავით 67
04:16 20-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული