ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე "ასტანას" მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა ისაუბრა:
"პირველ 20 წუთში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ იძულებული გავხდით, შეგვეტია და გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
ბოლო ნახევარ საათში მეტოქე ბევრს გვიტევდა, თუმცა თავს კარგად ვიცავდით და მიზანს მივაღწიეთ. "ასტანას" ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას ვულოცავ.
რის ხარჯზე ვძლიეთ "დინამოს"? გუნდურად მოქმედებით. "დინამოს" ცენტრი კარგად იდგა და ჩვენ ამაზე მოვახდინეთ კონცენტრირება, რამაც ჩემი აზრით, ჩვენთვის კარგად იმუშავა".