"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის წინ ყოფილ გუნდ ბათუმის "დინამოს" წარმატება უსურვა.

ვიდეო ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის სოციალურ გვერდზე განთავსდა.

მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძის შეგირდები დღეს, 21:00 საათიდან, საშინაო ასპარეზზე ალბანურ "ტირანას" დაუპირისპირდებიან.

წყვილის პირველ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი და სხვა არაფერი.
ლაშა
14:28 20-07-2023
11
აქ ისევ კვარას უთამაშებლობაზე მიდის ლაპარაკი.ბოლოჯერ შევეხები ამ თემას. ვისაც გაგება არ უნდა მაინც არ გაიგებს მაგრამ ვცდი:

მე თავიდანვე მაგ აზრზე ვიყავი და ვიცოდი კიდეც რომ არ ითამაშებდა ახლგაზრდულში. ეს ამათთვის აღმოჩნდა ახალი ამბავი და მოაყოლეს მერე ათასი შეთქმულებია თეორია. რომელი ვარაკვლავი იყო ახალგაზრდულში აბა? ეგრე 2000 წელს და მერე დაბადებულს ყველას შეეძლო მონაწილეობა, 2000 წელსაა ჰალანდი დაბადებული და დაინახეთ სადმე ნორეგიის ახალგაზრდულში? ან პედრი და გავი დაინახეთ ესპანეთში?

ხვიჩა რატომ უნდა ყოფილიყო? ურთულესი სეზონიც რომ არ ჰქონოდა, სკუდეტო არ მოეგო და ემ ვი პი არ გამხდარიყო მაინც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ ტურნირში რადგან ხვიჩას 21 წლამდელების დონეზე დასამტკიცებელი არაფერი აქვს და ამით სხვა დამწყებ ფეხბურთელებს ხელს შეუშლიდა თავის გამოჩენაში.

მოკლე ძალიან ძნელია ადამიანებს ეგ გააგებინო და მათ ტვინამდე დაიყვანო.
ახლა ზუატად ვიცი, ნაპოლის ამხანაგურები რომ დაიწყება და ხვიჩა ითამაშებს, აქ ყველა კომენტარი დაიწყება სიტყვებით: "იიი ახლა არაა დაღლილი?"
მართლა ძნელია გააგებინო ამ ხალხს სინამდვილეში რამდენად კარგი საქმე გაკეთდა ხვიჩას არ თამაშით.

ჯერ ის, რომ ხვიჩამ დაისვენა და მის ჯანმრთელობას ურთულესი სეზონის მერე საფრთხე არ შეექმნა 21 წლამდელებში მოთამაშე ვინმე უცნობი უხეში მცველების მხრიდან, მერე მეორე ის, რომ უამრავი სკაუტი აკვირდებოდა ჩვენი აქამდე უცნობი ფეხბურთელის თამაშს და ისინი აუცილებლად გადავლენ კარგ გუნდებში.
ბოლოს და ბოლოს მარტო ხვიჩა რომ არ გვყავს ქართველებს და სხვებმაც იციან ფეხბურთის თამაში, ეგ გაიგეს.

არა, ამათ უნდათ ყველაფერი ერთ კაცზე იყოს დამოკიდებული. ეროვნულიც, ახალგაზრდულიც, უბნის ტურნირებიც, ამხანაგურებიც და რავიცი...
სულ ასე იცოდნენ ერთის ამოჩემება ყველა სფეროში. ან უნდა აღმერთონ მერე ის ერთი და მის გარდა არავინ შეამჩნიონ, ან უნდა გადაუარონ და გადათელონ ფეხით.
ამაზე ისიც მეტყველებს, ავტოგრაფებზე რომ მივლენ და სხვებს რომ არაფრად აგდებენ, მარტო ხვიჩას გაჰკივიან, ვითომ სხვა არც არებობს.
როდემდე უნდა გვჭირდეს ასე...
Skeleton
12:04 20-07-2023
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული