ბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „ტირანასთან“ 1:2 დამარცხდა და ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

გასვლაზე აჭარული გუნდი ფრეს დასჯერდა (1:1), სახლში უპირატესობას დაეუფლა, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა და სტუმრებმა კონტრშეტევაზე პირველივე შანსი გამოიყენეს. მალე გატანა გიორბელიძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ალბანურ გუნდს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ აბაზის დარტყმული ბურთი მეკარე ჩიჩკანმა მოიგერია. „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ თამაშის გამწვავება ცვლილებებით სცადა, რამეთუ შეხვედრა სტუმართა
კარნახით მიმდინარეობდა. ზარიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, წიტაიშვილის ძელს და...  "ტირანამ" მეორე გოლიც გაიტანა. 90-ე წუთზე კაპანაძემ ანგარიში შეამცირა, მსაჯმა მეორე ტაიმს 8 წუთი დაამატა, თუმცა ბათუმელებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტირანა 1:2
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 აბაზი (79), 1:2 კაპანაძე (90)

altისევ წავაგეთ - მითიური "გაძლიერება", რომელიც გვასუსტებს - დღეს 3 მატჩია
მკითხველის კომენტარები / 63 /
ბავშვი დამყავს ფეხბურთზე და ერთი ნორმალური მწვრთნელი ვერ ვნახე რომელიც, მწვრთნელობის რამე გაეგებოდეს. აღარაფერს ვამბობ, მათი ვარჯიშები რამდენად ჩამორჩება, ევროპაში მოთამაშე ბავშვების ვარჯიშებს. გარტყმაში არარიან და შესაბამისად, ვერც დიდები ქაჩავენ. არ ასწავლიან არაფერს
მორიელი
10:09 22-07-2023
0
ეს გეგუჩაძე სანამ იქნება ბათუმის დინამოს მწვრთნელი, არაფერი არ ეშველება ბათუმს
0

სიახლეები პოპულარული