მეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

AutoSharing Option
თითქოს არაფერი ისე არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლა - ვისი იმედიც მეტად არსებობს, ის ამას თავიდანვე გვიკლავს, ამავდროულად კი, მოულოდნელი სიხარულიც გამოგვერევა. იმედია, წელს ბევრი რამ შეიცვლება და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ. ამის შანსი სამ გუნდს აქვს - თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას".

Sportall.Ge

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს "დილა" წინა ევროტურნირებზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მიზნის მისაღწევად კი რაღაც სულ აკლდებოდა. კარგია, რომ გარკვეული შედეგები ამ გამოცდილებამაც გამოიღო. დასაფასებელია ის ბრძოლისუნარიანობა, რაც შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა "ტორპედომ" გვაჩვენა. იქნებ
ქართულ ფეხბურთში მეტი ახალი მწვრთნელის გამოჩენამ, მათ შორის, უცხოელების, ეფექტურობა გაზარდოს. ომარ თეთრაძის "საბურთალოც" ხომ მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. კარგი და ცუდი ფორმა მწვრთნელებსაც უდგათ და არის მომენტები, როცა უბრალოდ გუნდისთვის ახლის შეთავაზება არ შეგიძლია. ვიცით, ჩვენთან არც ანტონიო კონტე იმუშავებს და არც მწვრთნელებში ვხედავთ ყველა პრობლემას, თუმცა რაღაც ახალი და განსხვავებული გვჭირდება!..

Sportall.Ge

კონფერენს ლიგა

25 ივლისსა და 3 აგვისტოს 3 ქართული კლუბი ითამაშებს. თბილისის "დინამო" მალტის ჩემპიონ "ჰამრუნს" ჯერ ესტუმრება და შემდეგ უმასპინძლებს. სამწუხაროდ, არაერთი ქვეყნის საფეხბურთო ისტორია გაგვიმდიდრებია და იმედია, მათ მალტა არ დაემატება. ზედმეტი ილუზიები ისევ არ გვჭირდება, "ჰამრუნს" ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს. მათ იტალიელი მწვრთნელი ძაური ავარჯიშებთ, გუნდში კი არაერთი ლეგიონერია. მალტელთა მეკარე 40 წლის ფედერიკო მარკეტია, მთელი კარიერა სერია "ა"-ში რომ აქვს გატარებული.

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედოს" შანსი აქვს, ყაზახურ კლუბებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი შეცვალოს, მით უმეტეს, "აქტობესთან", რომელსაც კარგი "ქართული" გამოცდილება გააჩნია. ბოსნიაში გიორგი არაბიძის რესურსი ვნახეთ. მას იქნებ ბოლო შანსი აქვს, იმ მოლოდინების შესაბამისად ათამაშდეს, რაც მასზე იყო გაცემული. ამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელს უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს. ქუთაისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ და სტუმრად უკეთესი ფორით უნდა ჩავიდნენ, ვიდრე ეს ბოსნიაში გააჩნდათ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირებაც გველის. პოლტავის "ვორსკლა" პოლონეთში გვიმასპინძლებს. ვიქტორ სკრიპკინის გუნდს ბევრი არ გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. მთავარი გამტანი ალბანელი ტაულანტ სეფერია. მარჯვენა ფლანგზე 27 წლის ბრაზილიელს, ფელიპე როდრიგესს გამოვარჩევთ. გორელთა თავკაცი საკუთარი ქვეყნის გუნდს შეხვდება.

პროგნოზებისგან თავს შევიკავებთ, ისე კი, გადაულახავი ბარიერები ნამდვილად არ გვაქვს!..

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altკლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altყოჩაღ - "დილამ" დაკ-ი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველაზე მეტად ბათუმი მეცოდება. ამდენი ხანია წვალობს ბერიძე, რომ გუნდი გააძლიეროს და გეგუჩაძის ხელში ვერ ხვდება პროგრესი რომ არა აქვს? ძამკაცობა და კაი ბიჭობა საქმეში არ მოსულა. გუნდი გაჭედილია ამდენი ხანი და უნდა უთხრას ნახვამდის. ფიფიას არც აინტერესებ ფეხბურთი და დინამო ეს უკვე აღარც ღირს სალაპაეაკოდ, სანამ დინამო ფიფიას ხელში. თეთრაძე ბევრი ვაკრიტიკეთ აქ ჩამოსვლაში, მაგრამ საქმეს აკეთებს და საბურთალოს ხელი დაატყო. რაც თვითონ იყო დისციპლინის მოყცარე, ასევე ყავს ალაბთ გუნდიც. არ ვიცი წელს რა გამოვა, მაგრამ ამ სამმა მწვრთნელმა თავისი სიტყვა უნდა თქვან ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა თუ შეინარჩუნეს შემადგენლობა და მოაძლიერებენ კიდევაც პოზიციებს ტორპედომ, დილამ და საბურთალომ. როგორც ვნახეთ ყველაზე დიდი უბედურება ჩვენ ფეხბურთში მწვრთნელები ყოფილა. როგორ შეიძლება ასე, თამაშით ორივე თამაში ვერაფრით გაჯობოს გუნდმა და გამოგაგდოს 2 მატჩიან დულეში? კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, ქართველი მწვრთნელების ტერმინია.
G.LA
13:19 22-07-2023
1
კონფერენს ლიგის ჯგუფი უკვე თითქმის გამორიცხულია.ამისთვის საჭიროა საქართველის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ერთი ეტაპი მაინც გაიაროს.თორემ ერთ თვეში ზედიზედ სამი ეტაპის გადამლახი რომელი ქართული კლუბი გეგულებათ...
Master
00:09 22-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული