კლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „სარაევო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა. ბოსნიაში მასპინძლები მე-12 წუთზე ზილკიჩმა დააწინაურა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოდან არაბიძის ჩაწოდებულ ბურთს გიგაურმა თავით საჰინოვიჩის კარში მიუჩინა ადგილი და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა-ტაიმებში გუნდებს დაღლა დაეტყოთ, თამაშის ტემპი დაეცა. "ტორპედოდან" არაბიძე აქტიურობდა, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ. "სარაევომ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც მეკარე კლიაიჩთან პირისპირ გასულმა კერემემ ბურთი მიზანს ააცილა, პენალტების სერიაში კი კლიაიჩმა ორი დარტყმა მოიგერია და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

Sportall.Ge

ტურნირზე ასპარეზობას სამი ქართული გუნდი გააგრძელებს - „ტორპედო“ ყაზახურ „აკტობეს“, თბილისის „დინამო“ მალტის „ჰამრუნს“, ხოლო „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. მატჩები 27 ივლისს და 3 აგვისტოს ჩატარდება.

სარაევო. „ასიმ ფერხატოვიჩ ჰასე“
სარაევო - ტორპედო 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 1:0 ზილკიჩი (12), 1:1 გიგაური (90+2)

მკითხველის კომენტარები / 59 /
ჩემი ქუთაისი!!❤️
ისე თუ აკვირდებით, ვისზეც აჟიოტაჟი არ ყოფილა და დიდი ყურადღება არ დათმობია, ისინი გავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ვისზეც ამბავი იყო ატეხილი, პრესაში სულ იწერებოდა, ისინი გამოვარდნენ.
ანუ წნეხის გარეშე უფრო უკეთ თამაშობენ ქართველები ?!
როგორც კი ყურადღება გაჩნდევა ეგრევე ფსიქოლოგიურად ვეღარ არიან.
ძაან დიდი პრობლემაა ეგ.
2
საღოლ ქუთაისი და გორი.დინამოების ჩასვრილი გამოასწორეს.
Status quo
14:52 21-07-2023
2

სიახლეები პოპულარული