მეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

AutoSharing Option
თითქოს არაფერი ისე არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც ქართული კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლა - ვისი იმედიც მეტად არსებობს, ის ამას თავიდანვე გვიკლავს, ამავდროულად კი, მოულოდნელი სიხარულიც გამოგვერევა. იმედია, წელს ბევრი რამ შეიცვლება და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ. ამის შანსი სამ გუნდს აქვს - თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას".

Sportall.Ge

უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს "დილა" წინა ევროტურნირებზე ნორმალურად გამოიყურებოდა, მიზნის მისაღწევად კი რაღაც სულ აკლდებოდა. კარგია, რომ გარკვეული შედეგები ამ გამოცდილებამაც გამოიღო. დასაფასებელია ის ბრძოლისუნარიანობა, რაც შოტლანდიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილმა "ტორპედომ" გვაჩვენა. იქნებ
ქართულ ფეხბურთში მეტი ახალი მწვრთნელის გამოჩენამ, მათ შორის, უცხოელების, ეფექტურობა გაზარდოს. ომარ თეთრაძის "საბურთალოც" ხომ მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. კარგი და ცუდი ფორმა მწვრთნელებსაც უდგათ და არის მომენტები, როცა უბრალოდ გუნდისთვის ახლის შეთავაზება არ შეგიძლია. ვიცით, ჩვენთან არც ანტონიო კონტე იმუშავებს და არც მწვრთნელებში ვხედავთ ყველა პრობლემას, თუმცა რაღაც ახალი და განსხვავებული გვჭირდება!..

Sportall.Ge

კონფერენს ლიგა

25 ივლისსა და 3 აგვისტოს 3 ქართული კლუბი ითამაშებს. თბილისის "დინამო" მალტის ჩემპიონ "ჰამრუნს" ჯერ ესტუმრება და შემდეგ უმასპინძლებს. სამწუხაროდ, არაერთი ქვეყნის საფეხბურთო ისტორია გაგვიმდიდრებია და იმედია, მათ მალტა არ დაემატება. ზედმეტი ილუზიები ისევ არ გვჭირდება, "ჰამრუნს" ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს. მათ იტალიელი მწვრთნელი ძაური ავარჯიშებთ, გუნდში კი არაერთი ლეგიონერია. მალტელთა მეკარე 40 წლის ფედერიკო მარკეტია, მთელი კარიერა სერია "ა"-ში რომ აქვს გატარებული.

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედოს" შანსი აქვს, ყაზახურ კლუბებთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი შეცვალოს, მით უმეტეს, "აქტობესთან", რომელსაც კარგი "ქართული" გამოცდილება გააჩნია. ბოსნიაში გიორგი არაბიძის რესურსი ვნახეთ. მას იქნებ ბოლო შანსი აქვს, იმ მოლოდინების შესაბამისად ათამაშდეს, რაც მასზე იყო გაცემული. ამხელა ნიჭის მქონე ფეხბურთელს უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს. ქუთაისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ და სტუმრად უკეთესი ფორით უნდა ჩავიდნენ, ვიდრე ეს ბოსნიაში გააჩნდათ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-უკრაინული დაპირისპირებაც გველის. პოლტავის "ვორსკლა" პოლონეთში გვიმასპინძლებს. ვიქტორ სკრიპკინის გუნდს ბევრი არ გააქვს, მაგრამ ცოტასაც უშვებს. მთავარი გამტანი ალბანელი ტაულანტ სეფერია. მარჯვენა ფლანგზე 27 წლის ბრაზილიელს, ფელიპე როდრიგესს გამოვარჩევთ. გორელთა თავკაცი საკუთარი ქვეყნის გუნდს შეხვდება.

პროგნოზებისგან თავს შევიკავებთ, ისე კი, გადაულახავი ბარიერები ნამდვილად არ გვაქვს!..

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altკლიაიჩის გმირობა - "ტორპედომ" თითქმის წაგებული მატჩი შემოატრიალა და მეორე ეტაპზე გავიდა [VIDEO]

altყოჩაღ - "დილამ" დაკ-ი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველაზე მეტად ბათუმი მეცოდება. ამდენი ხანია წვალობს ბერიძე, რომ გუნდი გააძლიეროს და გეგუჩაძის ხელში ვერ ხვდება პროგრესი რომ არა აქვს? ძამკაცობა და კაი ბიჭობა საქმეში არ მოსულა. გუნდი გაჭედილია ამდენი ხანი და უნდა უთხრას ნახვამდის. ფიფიას არც აინტერესებ ფეხბურთი და დინამო ეს უკვე აღარც ღირს სალაპაეაკოდ, სანამ დინამო ფიფიას ხელში. თეთრაძე ბევრი ვაკრიტიკეთ აქ ჩამოსვლაში, მაგრამ საქმეს აკეთებს და საბურთალოს ხელი დაატყო. რაც თვითონ იყო დისციპლინის მოყცარე, ასევე ყავს ალაბთ გუნდიც. არ ვიცი წელს რა გამოვა, მაგრამ ამ სამმა მწვრთნელმა თავისი სიტყვა უნდა თქვან ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა თუ შეინარჩუნეს შემადგენლობა და მოაძლიერებენ კიდევაც პოზიციებს ტორპედომ, დილამ და საბურთალომ. როგორც ვნახეთ ყველაზე დიდი უბედურება ჩვენ ფეხბურთში მწვრთნელები ყოფილა. როგორ შეიძლება ასე, თამაშით ორივე თამაში ვერაფრით გაჯობოს გუნდმა და გამოგაგდოს 2 მატჩიან დულეში? კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, ქართველი მწვრთნელების ტერმინია.
G.LA
22 ივლისი 2023 13:19
1
კონფერენს ლიგის ჯგუფი უკვე თითქმის გამორიცხულია.ამისთვის საჭიროა საქართველის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ერთი ეტაპი მაინც გაიაროს.თორემ ერთ თვეში ზედიზედ სამი ეტაპის გადამლახი რომელი ქართული კლუბი გეგულებათ...
Master
22 ივლისი 2023 00:09
1
დემჩენკოს აიაქსში აქვს ნათამაშები.
პროფესტო
21 ივლისი 2023 21:58
0
ყველაზე მეტად გადაჭარბებული ავანსები და ქება მაღიზიანებს ვისიც არ უნდა იყოს, მაგრამ არაბიძის თამაშის ანალიზი სტატიას თუ არა ერთ სტროფს მაინც იმსახურებს. გუშინ რაც ამ ბიჭმა აჩვენა, მსგავსი თამაში თუ სტაბილურად შეძლო, არავისზე ნაკლები ფეხბურთელი არაა, უფრო მეტიც გაზაფხულიდან დღემდე, მსგავსი პერფორმანსი არცერთი ქართველი ფეხბურთელის არ მახსენდება.
უვიცი
21 ივლისი 2023 19:32
4
კი მართალია. არაბიძემ მოუმატა და იმედია კიდევ მოუმატებს. ფიზიკურადაც მოძლიერებული მეჩვენება. კარგი დრიბლინგი რომ აქვს გვახსოვს და კიდევ ვნახეთ, ასევე კარგი გამჭოლი პასებიც. ბურთის ამოტანაც მსვენივრად გამოსდის, ყველანაირი პანიკის გარეშე შეუძლია დაალაგოს სიტუაცია თავისი დრიბლიგის ხარჯზე. ასე თუ გააგრძელებს გამიხარდება ნაკრებში მისი ნახვა. პროგრესი ნამდვილად აქვს და დასაკარგი არ გვყავს არავინ. მჯერა შანსიც მიეცემა ნაკრებში, მთავრაია ასე გააგრძელოს.
G.LA
22 ივლისი 2023 12:47
0
აი ვინც არ ეტანხმებით რა არგუმენტი გაქვთ არაბიძის შეფასების საწინააღმდეგოდ? არ ითამაშა მაგრად? აბა წარმოიდგინეთ გუშინ ტორპედო არაბიძის გარეშე? იქნებოდა შედეგი?

ვიცით, რომ გაუშვა დიდი პერიოდი, მაგრამ ჯერ ხომ 25 წლის არის და ნაკრებში იმ პოზიციებზე სადაც არაბიძეს გამოსდის თამაში უკეთესი ბევრი არის?

კი ძუნწია პასებში, მაგრამ როდესაც პასს იძლევა აბა ნახეთ იმ პასის სიზუსტე. თითემის 100%-იანია მისი პასები. კი ხადახან აყოვნებს ბურთს, მაგრამ აბა ერთი დაასახელეთ ქინქლაშის შემდეგ, რომელსაც არაბიძესავით შეუძლია დაიჭიროს ბურთი, როდესაც დაციდან ვვერ ამოდის გუნდი და სულ პრესინგის პანიკა გვაქვს. ან საჯარიმოს ვინ ურტყამს უფრო ზუსტად?

ცოტა ობიექტურად შეაფასეთ და არა პირადი სიმპათია-ანტიპათიით
ლევანი
21 ივლისი 2023 21:49
1
მალტის საფეხბურთო ისტორია უკვე გვაქვს გამდიდრებული :)
Me
21 ივლისი 2023 19:08
0
სად არიან ვეტერანი ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები ტაიმ აუტში და სხვა გადაცემებში რო ჩამოსხდებიან და დინამოებს რო აქებენ? ოთხშაბათის ტაიმ აუტში კახა ცხადაძემ თქვა რო ბათუმის დინამოს რო ყავს სპორტული დირექტორი ისეთი არავის არ ყავსო. როგორი ბატონო კახი იანვარში მოყვანილ ლეგიონერებს ივნისში რო უშვებენ? თუ დემჩენკო რო გამოწურავს და მერე რო ბათუმის დინამოს აყიდებს ეგეთი? ნახევარი ბათუმი დილას გამოწურული ფეხბურთელებით რო არის სავსე? რატო არ გიყვართ არავის სიმართლის თქმა? სპორტული მენეჯმენტი დილას რო აქვს ისეთი არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს. მოყავთ უფასოდ ლეგიონერები თან საკმაოდ კარგი თვითონ იყენებენ და მერე საკმაოდ კარგ ფასად ყიდიან. იგივე ტიერი გეილზე 70000 ათას ევროიანი შეთავაზება უდევთ მაგიდაზე ლევსკისგან მარა ჯერ არ უშვებენ და სწორადაც იქცევიან, იმიტო რო ჯერ თვითონ უნდა გამოიყენონ ევრო თასებზე და მერე უფრო მეტად თუ არა იმავე ფასში გაყიდიან. დემჩენკოს უკვე ყავს გეილის შემცვლელი მოყვანილი განელი ასამოა. 19 წლისაა და დარწმუნებული ვარ მაგასაც ათამაშებს ფეხბურთს.
სიმართლე
21 ივლისი 2023 18:09
1
70 000 დღევანდელ ფეხბურთში 70 თეთრია.700 000 ხომ არა?
Master
22 ივლისი 2023 00:12
0
თეთრაძის მაგალი სახეზეა, დემჩენკოსიც. შოტლანდიელიც კარგი ჩანს. თუ წამოვა სლუცკი, ბერდიევი ან მათი დონის - ძალიან კარგი. სხვა არ ვიცი, მაგრამ მოინახებიან სხვებიც, მათი არჩევა კომპეტენტური სკაუტების პრეროგატივაა.
მერაბი
21 ივლისი 2023 16:14
5
ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება ყველაფერი.ბავშვი არ უნდა შეზღუდო და ერთი შეხებით არ უნდა უბრძანო თამაში!იმიტომაცაა კაცს რო ვეღარავინ ატყუებს და ბურთს ვერ აჩერებენ ნორმალურად!
გიორგი IV
21 ივლისი 2023 16:07
4
ფსიქოლოგის მუშაობა სჭირდება ყველა ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით როცა საერთაშორისო ასპარეზზე გადიან. ამ შემთხვევაში უკეთესს შედეგს დადებენ. ნუ გვავიწყდება რომ ომწაგებული ქვეყანა ვართ და არ შეიძლება ამან თავისი კვალი არ დატოვოს, განსაკუთრებით როცა საერთაშორისო ასპარეზზე გავდივართ. მით უმეტეს რომ გვაქვს ფსიქოლოგიის საკუთარი ორიგინალური სკოლა, რაც ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.
გიორგი
21 ივლისი 2023 15:36
5
აი შეხდეთ როგორ განაწილდა მოგება-წაგება.
ქართველი მწვრთნელების ხელში გუნდებმა (დინამოებმა) პოზიტიური (პერსპექტიული) შედეგები მიიღე პირველ თამაშებში და წააგეს საბოლოო ჯამში.
უცოელების ხელში ბუნდებმა (დილამ და ტორპედომ) მეორე შეხვედრები და გავიდნენ.

ხომ ცხადია რატომ მოხდა ასე? ქართველმა მწვრთელებმა ვერ გაქაჩეს მოორე შეხვედრები, მოწონააღმდგეების მწვრთნელებმა აჯობეს. აბა რას გავდა დინამოების მორე ტამაშები საკუთარ მიდორზე - სრული ქაოსი.

კვალიფიკაცია არ აქვთ ხომ ფაქტია
არ არის ასე?
21 ივლისი 2023 15:13
0

სიახლეები პოპულარული