ცნობილი გახდა, ვის შეხვდებიან ქართული კლუბები, თუ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპს გაივლიან

AutoSharing Option
უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის "დინამო" მალტური "ჰამრუნის" ბარიერს დაძლევს, უნგრულ "ფერენცვაროშსა" და ირლანდიურ "შემროკს" შორის უკეთესს შეხვდება.

გორის "დილასა" და "ვორსკლას" შორის გამარჯვებული ძალებს "აპოელთან" (კვიპროსი, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ) ან "ვოივოდინასთან" (სერბეთი) მოსინჯავს.

რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისელების შესაძლო მეტოქე შესაძლოა სოფიის ცსკა (ბულგარეთი) ან "სეპსი" (რუმინეთი) იყოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" პირველ მატჩს 25 ივლისს გამართავს, ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" კი საკუთარ
შეხვედრებს 27 ივლისს ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
და ფერენცვაროში არიყო ფარერების გუნდმა რომ გამოაგდო ლიგიდან, ბუდაპეშტში 3-0 რომ მოუგო, მწყემსების მეზღვაურების მასწავლებლების და ბარმენების გუნდმაო?
პაპა
16:52 24-07-2023
1
ისეთი გუნდებია მეორე და მესამე ეტაპზე შესაძლებელია პლეიოფში გასვლა. განსაკუთრებით დილას და ტორპედოს. მძიმე თამაშები მოიგეს და რწმენა აქვთ რომ შეუძლიათ. წარმატებები სამივეს, ცდა არ დააკლოთ
რაბუ
16:32 24-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული