გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
შენ ეხლა ისე ნუ გამოგყავს გორის დილა, გეგონება ლივერპული გყავდეთ.ისე იძახი სულ გიგებთ გორიო, შარშან 4 თამაშიდან 3 ბათუმმა მოუგო დილას და წელს ჯერ 2 იყო მხოლოდ და აქედან ერთში მოიგეთ. ასე რომ ძაან ნუ აგივარდება თავში. მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ დილას და გამიხარდება თუ გადალახავს ვორსკლას ბარიერს.ისე რომ იცოდე ცოტა ობიექტურობა არ გაწყენდა.
გორელს
26 ივლისი 2023 21:01
0
ბათუმის დინამოს გულშემატკივრებო დემჩენკო მოგინდათ? ისე გუნდები რო გავცვალოთ არ გინდათ? თან წერთ არაფრით გამორჩეული დილაო. გაგახსენებთ რო არაფრით გამორჩეული დილას ფეხბურთელებით სავსეა დინამო და არაფრით გამორჩეული დილაა სადაც დაგიჭერთ იქ რო გიგებთ. ბათუმის დინამო რო გორის დილას ბულკია ეს მთელმა ქვეყანამ იცის.
გორელი
26 ივლისი 2023 17:12
5
მიუხედავად ბევრად დიდი რესურსების კლუბის (თბილისის დინამო და ბათუმის დინამო) მწვრთნელობისა, ვერც გეგუჩაძე და ვერც ჭიაბერაშვილი ვერ ტოვებენ კვალიფიცირებული მწვრთნელის შთაბეჭდილებას მაშინ, როდესაც ახლადშექმნილი ქუთაისის ტორპედო მოკლე ხანში სტივ კინმა შეათამაშა, დემჩენკომ ხომ საერთოდ, შემტევი კლუბი შეკრა!
დინამოელებს კი მწვრთნელისგან კრეატივი აშკარად აკლიათ!...
ლაშა
26 ივლისი 2023 11:14
0
დემჩენკო მართლაც კაი იქნებოდა ბათუმის დინამოს მწვრთნელად.
გეგუჩაძე რომ უნდა წავიდეს, ამაზე მგონი საუბარიც ზედმეტია.
ქობულეთიდან
26 ივლისი 2023 08:19
2
ბათუმის დინამო ქომაგების საკუთრებაა და არა კერძო რამდენიმე ადამიანის, მოდი შევთანხმდეთ რომ ჩვენ ერთად ვაშენებდით და ვაშენებთ ჩვენი ქალაქის გუნდს,ჩვენ ტრიბუნა არ მიგვიტოვებია(მაშინაც კი როცა ის არ გვქონდა) და არც ქომაგობა, არც ამ ყველაფრის მიტოვებას ვაპირებთ უბრალოდ მიატოვებს ამ დიდ ოჯახს ის ვინც ჩვენი გუნდის ინტერესებს აზიანებს და ავნებს,
ჩვენ კიდე გულს გვტკენს დს იმედებს გვიცრუებს..
მარტივად შევხედოთ ყველაფერს:ნუთუ ვინმე ფიქრობს და ჯერა იმის რომ,ამდენი გულშემატკივრის მოტყუება და დამუნჯება ვინმეს შერჩება..
გეგუჩ წაიყვანე კობახიძე,ვაწაძე,ზარია,დანარჩენებიც ვისიც შენ გჯერა.. ხომ ხედავ რომ შენ ვერ გაამართლე ჩვენი ნდობა. ერთი კლუბი მაინც გავა სულ მცირე შემდეგ ეტაპზე ქართული კლუბებიდან..
რომელიმე კლუბს თუ ამათი წაყვანის სურვილი აქვს 20 000 ლარს სიმბოლურად გადავიხდით ბონუსად გულშემატკივრები...
ბოლო აბზაცის მეტი თბილად ვერ დაგემშვიდობებოდი უბრალოდ ეს რასაც აკეთებთ შენ, შენი ვითომ კაპიტანი და დანარჩენები ჩვენი შეურაწყოფაა მეტი არაფერი!!
შავი კაცი
26 ივლისი 2023 03:57
1
საქართველოს ჩემპიონატია წუმპეში, ამ უკონკურეციო ჩემპეონატში ისევ ბათუმი თამაშობს დინამიურ ფეხბურთს, ნახეთ თბილისის დინამოს და ქუთაისის თამაში, დამდგარი ფეხბურთი, მუდმივი განივი და უკანა პასები, სვარკა.არავითარი ჯიგარი.
ამ წუმპეში ნათელი წერტილი ისევ გეგუჩაძეა, დარწმუნებული ვარ ამ მალტის გუნდს კარგად მოუგებდნენ.
ბათუმელი არა ვარ, თბილისის დინამოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ
მამუკა
26 ივლისი 2023 01:57
3
მოითმენთ და მერე როგორ...
კ ო მ ბ ლ ე
26 ივლისი 2023 01:45
1
აუჰ.,,რას ამბობ, თორემ სხვა მწვრთნელი ამოქაჩავს? ხალხნო ფეხზე არ უყურებთ მოთამაშეებს? რა დონეა? ჩემი აზრით, აფრიკიდან , ლათინური ამერიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან რამოდენიმე იაფფასიანი ფეხბურთელი, რადიკალურად შეცვლის და სტრატეგიულად გარდაქმნის მიმდინარე სიტუაციას. ვიმეორებ, ეს ჩემი აზრია.
დევდარიანი
26 ივლისი 2023 01:11
0
დაშალეთ საქართველოში ფეხბურთი და მაგ ფულით პენსიები აუწიეთ ხალხს.
Urka
26 ივლისი 2023 00:04
5
მემგონი დროა მარტო გეგუჩაძე კი არა საერთოდ შეიცვალონ მწვრთნელები და უაზრო არაფრის მომცემი ლეგიონერების მაგივრად კარგი ნორმალური მწვრთნელები დავიმატოთ 2 ქართული გუნდი გავიდა გადალახა პირველი ეტაპი და ორივეს მწვრთნელი უცხოელი იყო ზოგადად დილას თამაშიც მომწონს და შემართებაც.. და მგონი უკვე დროა მწვრთენელიბის ნორმალურის რა თქმაუნდა დამატებაზე ვიზრუნოთ და ახალი თაობის მწვრთნელები გავზზარდოთ შემდეგ ჩვენც...
mitro
25 ივლისი 2023 23:30
0

სიახლეები პოპულარული