გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
შენ ეხლა ისე ნუ გამოგყავს გორის დილა, გეგონება ლივერპული გყავდეთ.ისე იძახი სულ გიგებთ გორიო, შარშან 4 თამაშიდან 3 ბათუმმა მოუგო დილას და წელს ჯერ 2 იყო მხოლოდ და აქედან ერთში მოიგეთ. ასე რომ ძაან ნუ აგივარდება თავში. მე პირადად ძალიან ვგულშემატკივრობ დილას და გამიხარდება თუ გადალახავს ვორსკლას ბარიერს.ისე რომ იცოდე ცოტა ობიექტურობა არ გაწყენდა.
გორელს
21:01 26-07-2023
0
ბათუმის დინამოს გულშემატკივრებო დემჩენკო მოგინდათ? ისე გუნდები რო გავცვალოთ არ გინდათ? თან წერთ არაფრით გამორჩეული დილაო. გაგახსენებთ რო არაფრით გამორჩეული დილას ფეხბურთელებით სავსეა დინამო და არაფრით გამორჩეული დილაა სადაც დაგიჭერთ იქ რო გიგებთ. ბათუმის დინამო რო გორის დილას ბულკია ეს მთელმა ქვეყანამ იცის.
გორელი
17:12 26-07-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული