გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" განცხადებას ავრცელებს:

"დინამო ბათუმის" ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჩვენ არ ვერევით კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის, რაც ჩვენ წინ, მინდორზე ხდება და ის, რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ
გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელია და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ.

ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშვიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუკი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესტოთ მისი გუნდში დარჩენა."

altგია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

altბათუმის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altმეტი ახალი მწვრთნელი ქართულ ფეხბურთში! - ქართულ-უკრაინული დაპირისპირება და 3 შანსი

მკითხველის კომენტარები / 65 /
გეგუჩაძის წასვლას კი არა ნორმალური უცხოელი მწვრთნელის მოყვანას უნდა ითხოვდეთ...

თორემ წავა გეგუჩაძე და მოიყვანენ ვინმე მალადოი გამოუცდელ გეგუჩაძეს, არ მინდა გვარების დაწერა ისედაც ყველამ იცის წრეზე რომ ტრიალებენ...

მხოლოდ უცხოელ მწვრთნელებშია ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარების შანსი...
ვენეციის კომისია
12:46 25-07-2023
4
ე ბიჭო სად ხართ აქამდე. რაც გეგუჩაძე პირობები აქვს, საქართველოს ჩემპიონატიდან ნებისმიერ ფეხბურთელს იმატებს, მაგრამ მერე უზის სკამზე, მას იმიტომ აკეთებს, მოწინააღმდეგე დაასუსტოს, თორე თავისი "საყვარელი" ფეხბურთელების გარდა იშვიათად ვინმე ახალი ათამაშოს.
შარშან იმხელა უპირატესობა გაანიავა და გადააბარა ჩემპიონობა თბილისის დინამოს, სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადამდგარიყო.
ის არ დაგავიწყდეთ კიდე გეგუჩაძეს რომ გაყვეს, სპორტული დირექტორი დვალიშვილი, სასწაული სატრანსფერო პოლიტიკა რომ აქვს და მაგის ჩამოყვანილი ლეგიონერები რომ ბრდღვნიან მოედანზე ყველაფერს.
JABA
12:52 25-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული