"ტორპედო" "აქტობესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას
დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ატობე 1:4
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 63 /
დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ქვესკნელშია,ტიპები საათები იჯდნენ ჩამოვიდეს და მაგრად გაშალეს ფეხი, ფუუ ...
Juve
27 ივლისი 2023 23:07
2
Vai tkvens patrons, kazaxetma sadac daichira qartuli klubebi ikve...
Levani
27 ივლისი 2023 23:07
4
კლუბებს ნაკრებსაც დაგვაყოლებენ ეხლა მალეე ძმებო და მერეე დავრჩებით პირღიები აი რას შვრება ფულიიი....
სიმართლე
27 ივლისი 2023 23:31
4
სიყვარული ბრმაა თორემ, ამ უთავმოყვარეო ბრბოს თამაშს კიარადა, ბოდიალს როგორ უნდა ვუყუროთ.
მიყვარს ფეხბურთი და რა ვქნა
28 ივლისი 2023 07:06
2
არ დაიღალეთ ხალხო ასე თავის მოტყუებით?ფეხბურთში რომ წარმატებას მიაღწიო ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად წარმატებული და ეკონომიკურად გამართული,გაქვთ ასეთი ქვეყანა?რა თქმა უნდა არა!
გეგი
28 ივლისი 2023 00:41
3
დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ რომ, გარდაიცვალა ერთ დროს ქართველი ერის დიდი სიყვარულის, დიდი ღირსების, დიდი სიამაყის, დიდი სიხარულის მომტანი ქართული ფეხბურთი, გამოსვენება 3-აგვისტოს, მისამართი: წერეთლის გამზირი დინამოს სტადიონი.
ფეოლა
28 ივლისი 2023 03:23
2
ეგ დიდი ხნის წინ გარდაცვალა.
Dandy
28 ივლისი 2023 09:47
1
Რა გორის დილასთან რო დაგიდოთ მსაჯმა პენალტი აქ ვერაო?
Გამოხვალთ ეხლა და ფედერაციას დაადანაშაულებთ და მსაჯებს.
Ისე ეგ ავღანელები რომელი ლტოლვილთა ბანაკიდან მოიყვანეთ? Აი არა გრცხვენიათ რამაზ შენგელიას მშობლიურ ქალაქში 11 ნომერი ავღანელი გეყოლებათ?
Ქუთაისი გაიფინეს რერო
27 ივლისი 2023 23:36
1
ყველაზე გამართულ ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს გორის დილა,არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს,წააგებს,გავარდება თუ შემდეგ ეტაპზე გავა, ფაქტია რომ ბიჭები სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ეს ყველაფერი ფეხბურთელებთან ერთად, რათქმაუნდა სამწვრთნელო შტაბის და მმართველობის, რომელიც მათ ენდობა,დამსახურებაა.
საქართველო
27 ივლისი 2023 23:17
0
რა უნდა ქნა,ჯოგია,ისეთივე,როგორიც ორი დინამო,ერთმანეთზე უარესები,არაბიძე და მეკარე მეცოდებიან ამათ ხელში,დანარჩენი გაუშვი ყველა უკლებლივ,თავის ვითომ მწვრთნელიანად,ვინაა საერთოდ,სად ნახეს,რა უბედურებაა,ფეხბურთელები არიან თუ სტატისტები,ასე უჯიგროდ და შიშით თამაშობდე,მე არ მინახავს,დილას ჩემი სიმპათიები,ბოლო წამებზე წააგეს,მაგრამ უშანსოდ მაინც არ არიან,იტყვიან თავის სიტყვას დარწმუნებული ვარ,ამათ კი არაფერი ეშველებათ.
TAZO
27 ივლისი 2023 23:37
0
ხალხი მოვიდა იმედის ნაპერწკლით ,კარგი თამაშის საყურებლად,მხარდასაჭერად,საქომაგად,ელემენტარულად- ღირსეულად მოთამაშე გუნდის საყურებლად და .... ისევ უსუსური,ინფანტილური,არაპროფესიული დამოკიდებულება.დიდი ნოლი.....ახლა ტუტუცარად რაღაცეების ბოდიალს დაიწყებენ თავის გასასამართლებლად. გრცხვენოდეთ! და წადით სახლებში....
giga
28 ივლისი 2023 00:01
0
მეცინება რო მესმის ყაზახურმა გუნდებმა არ გაგვახარესო. რა ქვეყნის გუნდებმა გაგვახარეს, ერთი ჩამოთვალეთ?
გიორგი
27 ივლისი 2023 23:19
0

სიახლეები პოპულარული