"ტორპედო" "აქტობესთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „აქტობესთან“ 1:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანტანას მიერ მოპოვებული, ცოტა არ იყოს, საკამათო პენალტით სტუმრები კასიმმა დააწინაურა. მასპინძლებს შეტევების ორგანიზება უჭირდათ. არაბიძეს პერსონალურად ქართველი ლეგიონერი გადრანი მეურვეობდა, თუმცა გიორგიმ მაინც შექმნა მომენტი, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ბუღრიძემ გატანა ვერ შეძლო, ხოლო „აქტობემ“ კონტრიერიშისას ქუთაისელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და რაიჩკოვიჩმა კლიაიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ „ტორპედო“ ინიციატივას
დაეუფლა, შეუტია. ბუღრიძემ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. ყაზახურმა გუნდმა მალე ქობულაძის შეცდომით ისარგებლა და სამოროდოვმა ანგარიში გაზარდა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, მერე არაბიძემ გაიტანა, კომპენსირებულ დროში მეტოქემ მეოთხე გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გაიმართება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - ატობე 1:4
გოლები: 0:1 კასიმი (34, პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 63 /
დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი ქვესკნელშია,ტიპები საათები იჯდნენ ჩამოვიდეს და მაგრად გაშალეს ფეხი, ფუუ ...
Juve
23:07 27-07-2023
2
Vai tkvens patrons, kazaxetma sadac daichira qartuli klubebi ikve...
Levani
23:07 27-07-2023
4

სიახლეები პოპულარული