კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "აქტობესთან" 1:4 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა ისაუბრა:
"იმედგაცრუებული ვართ, ამ შედეგს არ ველოდით. მეორე ტაიმის დასაწყისში შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ ნახევარდაცვის ხაზში განსაკუთრებით გვაჯობა. ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა.
ვიტყვი, რომ გოლების გაშვება ყველა რგოლის ბრალია. ასევეა, როცა გაგვაქვს. თავისუფალი ზონები რჩებოდა, თუმცა მარცხში მცველების განსაკუთრებული ბრალეულობა არ ყოფილა.
მომდევნო მატჩში აუცილებლად უნდა გავიტანოთ. სწრაფ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება და კარგად უნდა შევუტიოთ.
სამწუხაროდ, მეტოქეზე ზეწოლა ვერ განვახორციელეთ.
ცვლილებების განხორციელება მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა მას გეგმაზომიერად ვახორციელებდით".