"ტორპედოს" მწვრთნელი: ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "აქტობესთან" 1:4 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე "ტორპედოს" მწვრთნელმა სტივ კინმა ისაუბრა:

"იმედგაცრუებული ვართ, ამ შედეგს არ ველოდით. მეორე ტაიმის დასაწყისში შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ ნახევარდაცვის ხაზში განსაკუთრებით გვაჯობა. ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი წინაა.

ვიტყვი, რომ გოლების გაშვება ყველა რგოლის ბრალია. ასევეა, როცა გაგვაქვს. თავისუფალი ზონები რჩებოდა, თუმცა მარცხში მცველების განსაკუთრებული ბრალეულობა არ ყოფილა.

მომდევნო მატჩში აუცილებლად უნდა გავიტანოთ. სწრაფ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება და კარგად უნდა შევუტიოთ.

სამწუხაროდ, მეტოქეზე ზეწოლა ვერ განვახორციელეთ.
ქარი და დამატებითი გარემოებები არაფერ შუაშია. პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა გვიჭირდა. მეორე 45 წუთში შეტევებში ყოფნას მხოლოდ ჩვენ ვცდილობდით და მეტოქეზე ზეწოლას ვახორციელებდით.

ცვლილებების განხორციელება მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა მას გეგმაზომიერად ვახორციელებდით".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ძლივს მწვრთნელი, რომელიც ამინდს არ აბრალებს წაგებას.. მარტო ამიტომ პატივისცემა ჩემგან
ilar10N Youtube
00:22 28-07-2023
2
ფეხბურთი არის ტესტი ქვეყნის განვითარების.
დღეს გამოჩნდა თუ რა უიმედოდ ჩამორჩენილია საქართველო.
აი ნახავთ ყაზახეთის ნაკრები ერთა ლიგაზე დაამარცხებს საქართველოს თავის კვარაცხელიიანად.
ჩვენს ქვეყანას მთავრობა არ ყავს. უფროსწორედ ყავს და არიან აგენტები
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული