"ვორსკლას" მწვრთნელი: "დილასთან" კაზაკებივით ხმლები ვიშიშვლეთ - ეს მხოლოდ პირველი ტაიმი იყო

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში "დილას" 2:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი "ვორსკლას" მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა გააკეთა:

"დილა" ძალიან მძლავრი, ბურთით კარგად მოთამაშე მეტოქეა. პირველ ტაიმში ვითმენდით. მერე კი, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება: გოლს მივიღებთ, ხმლებს ვიშიშვლებთ და მოწინააღმდეგის მოქმედებათა ჩასახშობად მივემართებით. როგორც კაზაკები. ეს იყო "ვორსკლა", რომელსაც ხასიათის ხარჯზე ასეთი შეხვედრების მოგება შეუძლია.

გვესმის, ეს მხოლოდ პირველი ტაიმია. მეორე საქართველოში იქნება. მოგება - მოგებაა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არ გვსურდა მოედნიდან ხელცარიელი გავსულიყავით, ამიტომ მეტად ვრისკავდით, წინ მივიწევდით. ცვლილებები
წინ დატვირთვების შესაქმნელად გაკეთდა. ყველაფერი გამოვიდა, ბედნიერები ვართ. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გავაგრძელებთ მოთმენას და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით.

სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო, მაგრამ გუნდის ფიზიკური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ: დაცემა კი არ დავიწყეთ, არამედ ზევით ავიწიეთ. "ვორსკლადან" შემტევები წავიდნენ: სეფერი, ოლეინიკი, კრავეცი. მათ ნაცვლად სხვები მოვიდნენ, მაგალითად, ცენტრალური მცველი სანტანა, რომელიც სამი დღეა, რაც ჩვენთანაა. ამას არასოდეს არ ვუყურებ, ბიჭების მჯერა.

ყოველი თამაში ჩვენთვის გამოწვევაა. ვთამაშობთ ისე, როგორც შეგვიძლია. ჩემი გუნდი დისციპლინირებულად მოქმედებს, აქ არ არის ქაოსი, როდესაც ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მომენტები გვაქვს", - ციტირებს სკრიპნიკს ua-football-ი.

სკრიპნიკი 1996-2004 წლებში "ვერდერის" მცველი იყო, ბრემენული გუნდის შემადგენლობაში მოგებული აქვს ბუნდესლიგა და ორჯერ გერმანიის თასი, 10 წელი ამავე კლუბის სისტემაში მწვრთნელად მუშაობდა, 2014-2016 წლებში კი გუნდის თავკაცი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
დავიჯერო დუნ.სტრედა-ზე მაგარი გუნდია ეს ვორსკლა? გთხოვთ რა ბიჭებო რა გაიარეთ ეს ეტაპი, თქვენზეა დამოკიდებული ის სირცხვილი რაც დინამოებმა გვაგემეს ჩამოვირეცხოთ და რაღაცა ნაპერწკალი დავინახოთ.. უნდა შეჭამოთ სხვა გზა არააა!! არ მაინტერესებს .. ტიპებს ნახევარი გუნდი აკლდათ 18 წლისებით მოგვიგეს.. ამაზე მაინც არ ბრაზდებით??
ilar10N YouTube
28 ივლისი 2023 19:43
1
გორში დაგადებენ რგოლში და მერე იჭიკჭიკე )))
ემიგრანტი
28 ივლისი 2023 22:12
5
გორში ნახავთ ხანჯლურს და არ გეწყინოთ მერე!
მწრთვნელი
28 ივლისი 2023 21:08
0
ზოგადად უკრაინლებს ფეხბურთში ძალიან უყვართ ტრაბახი და თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ….იმედია დაისჯებიან გორში!!!
შახრუდინი
29 ივლისი 2023 02:35
0
არა მარტო ფეხბურთში , მაგათ ისტორიას თუ წაიკითხავ დაინახავ რა *მაგარი* მებრძოლებიც იყვნენ.
კახაბერი
29 ივლისი 2023 07:41
0
მაგათ ჩვენი ლომკაცი მზეჭაბუკის ხმლით დავხვდებით,რომ ხმალი სულ დავავიწყოთ... "დილა" მაგარ სიუპრიზს გვპირდება!!!!! ჯგუფში უნდა შევიდეთ !!!!
alexsis
28 ივლისი 2023 23:03
2
ჯგუფში კი არა უკანალში შევლენ გორშიც
გივი
29 ივლისი 2023 01:30
18
ფრთხილად ლომებო მაგ ხმლებს თავისი ადგილი არ მიუჩინონ გორში
lex
28 ივლისი 2023 21:59
0
ხმლები იშიშვლეთ არა დედითქვენისამ)შეჯ...ვით დარბოდით
გიუშა
28 ივლისი 2023 20:29
4
მგონი სპალეტივით ჭიკჭიკებს, ძაან "ღრმაშინაარსიანია".
ირაკლი
29 ივლისი 2023 02:27
1
ზოგადად უკრაინული კლუბები სლოვაკებზე ძლიერები ყოველთვის იყვნენ.ახლაც მიუხედავად ომისა და მათი ფეხბურთის უკუსვლისა,ჩვენზე წინ მაინც დგანან,ფინანსურადც,ლეგიონერთა დონითაც,ხარისხითაც და გამოცდილებიდაც...ვორსკლას მეტი შანსი აქვს ამ ეტაპის გადალახვის.სამწუხაროდ ეს რეალობაა
თუმცა მჯერა დილა დაძლევს ამ ბარიერს.არის ამის შანსი,უბრალოდ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,რაც ამ დილამ აშკარად იცის და კარგად გამოსდის.
Master
29 ივლისი 2023 12:10
2
თამაშს უყურე? რა უკეთეს გუნდზე ლაპარაკობ? დილამ ბურთი არ დაანახა 70 წუთი. შეიძლება ტაქტიკა იყო, მაგრამ თუ მართლა მასეა, გორის დილასთან რომ მაგას გააკეთებ აბა მართლა ძლიერებთან რაღა უნდა გააკეთო?
Olee
29 ივლისი 2023 20:01
1
უადგილოდ რომ იმუქრებით კომენტარებში-აქ შეგაძვრენთ და იქ შეგაძვრენთო,თქვენ ვინ ხართ თუ არა მოლაყბე არარაობები.სწორედ რომ ვერ გაიგეთ უკრაინელი მწვრთნელის ნათქვამი.ჯერ ვაფუჭებთო და მერე ძველი კაზაკები ვით შაშკების ქნევით ვასწორებთო,ჩვენივე სენი სჭირთ,ჯერ .....ისე უკრაინელები დღეს დღეობით ჩვენი მოკავშირე ერია და უსაფუძვლოდ ნუ ილანძღებით,დაუფიქრებლად კომენტარებში, ზოგიერთი ვითომ მამულისშვილი-უწმაწური სიტყვებით "მებრძოლები"...
მამულაშვილი
29 ივლისი 2023 13:14
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული