კაცნაკლულმა "ტორპედომ" ყაზახეთში გაიმარჯვა, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედომ“ გასვლაზე „აქტობე“ 2:1 დაამარცხა.

ქუთაისში 1:4 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სტუმრად გამარჯვების მოპოვება შეძლო, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები სამოროდოვმა წინ გაიყვანა, შესვენების შემდეგ ყაზახეთის გუნდის კარი არაბიძემ და ბუღრიძემ დალაშქრეს, „ტორპედო“ დაწინაურდა, შანსი გაუჩნდა, მაგრამ მერე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სანდოხაძემ და საბოლოოდ ქუთაისელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

აქტობე. „კობლანდი-ბატირა“
აქტობე - ტორპედო 1:2
გოლები: 1:0 სამოროდოვი (31), 1:1 არაბიძე (58), 1:2 ბუღრიძე (66)
გაძევება: სანდოხაძე (78)

მკითხველის კომენტარები / 22 /
ყოჩაღ ბიჭებო იბრძოლეთ მაინც სამარცხვინო დინამოებისგან განსხვავებით
იკა
22:29 03-08-2023
2
ყოჩაღ, ქუთაისი! კაცურად ითამაშეს. არაბიძე ნაკრებში უნდა გამოიძახონ.
გიორგი
22:35 03-08-2023
6

სიახლეები პოპულარული