ეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილამ“ სახლში „ვორსკლა“ 3:1 დაამარცხა.

პოლონეთში 1:2 წაგების შემდეგ „დილა“ საკუთარ მოედანზე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, შეუტია და პირველი ტაიმის დასასრულს ფარულავამ დააწინაურა. თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო. კარგი მომენტი გომისმა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 71-ე წუთზე გამოიყენა კოვტალიუკმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთს პოლტაველთა კარში მიუჩინა ადგილი. სტუმრებმა მალევე მოახერხეს სტეპანიუკის გოლით ანგარიშის შემცირება. თუმცა 86-ე წუთზე გეილმა ძოწენიძის გრძელი პასი მიიღო, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, გაიტანა და "დილა" გათამაშების
მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"დილამ" მიმდინარე ტურნირზე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. ისევე, როგორც დაკ-თან, "ვორსკლასთანაც" წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე იასპარეზებს.

ყოჩაღ დემჩენკოს და მის შეგირდებს - აი, სწორედ ასეთ გუნდს სჭირდება მეტი დაფინანსება და თანადგომა!

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ვორსკლა 3:1
გოლები: 1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71), 2:1 სტეპანიუკი (74), 3:1 გეილი (86)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 83 /
"გორული მწვანე"გამიგია, გორული დილა კი არა გორის დილა
სამართალი
06 აგვისტო 2023 13:42
1
დემჩენკო მაღალი დონის მწრვთნელია. თუ ასე გააგრძელა, გორში კი არა, საქართველოშიც არ გააჩერებენ დიდხანს.
dd
04 აგვისტო 2023 11:37
2
გაგნო დავინახე თამაშის შემდეგ. ერთიორად გააძლიერებს გუნდის ნახევარდაცვას კაპიტანი ჯგუფურ ეტაპზე. ყველაფერი აქვთ იქ სათამაშოდ. მახსენდება ანორთოსისი-დილა 0-3 დაუვიწყარი თამაში. ის სხვა ფორმაციის გუნდი იყო, მაგრამ ამაზე მწირი რესურსით
Haaland
04 აგვისტო 2023 11:34
1
ისევ ჩემი ქალაქის გუნდმა დაიცვა საქართველოს ჩემპიონატის პრესტიჟი
გორის დილა ქართული ფეხბურთის ნამუსია!
სტალინი
04 აგვისტო 2023 10:46
1
"არალალო ვარისლალო ტაში ტაში
ჰარალალო და აქედან გორი შორია
აქედან გორი შორია - თვალმარგალიტი ბროლია
თქვენს სანახავად მოვსულვარ
თქვენს სანახავად მოვსულვარ - სხვა საქმე არა მქონია
ალალმე დილის ნიავო
ალალმე დილის ნიავო - მე შენთვის მიტირნიავო
შენ ჩემთვის რა გატირებდა
მე შენთვის რა მირგიავო"

და ა.შ.
სახალხო მთქმელი
04 აგვისტო 2023 10:37
0
გამოჩნდა, რომ კარგ მწვრთნელს შეუძლია საშუალოსტატისტიკური გუნდით ბევრის გაკეთება. ყოჩაღ ბიჭებსაც. პირველ რიგში კარგი მწვრთნელები გვჭირდება! თეთრაძემ გამოაცოცხლა საბურთალო, დემჩენკომ დილა. რა გახდა ბათუმსა და თბილისში ნორმალური მწვრთნელის ჩამოყვანა?! სიომინი, ბერდიევი, სლუცკი, უკრაინიდანაც მოიძებნება.
მერაბი
04 აგვისტო 2023 10:22
4
თუნდაც - ლობანოვსკი, ბესკოვი, ივანოვი, ბუბნოვი, სტრელცოვი, სინონიანი, მოროზოვი, პონომორიოვი, ბაზილევიჩი, მალოფეევი, ბიშოვეცი დ ა.შ.
ასეთი ბევრია
04 აგვისტო 2023 10:43
8
გენაცვალეთ ბიჭებო...ასეა როცა თამაშს უდგები გულით,როცა შეგიძლია პრესინგი,როცა შეგიძლია შესრულება,როცა გყავს მწვრთნელი,რომელიც თამაშმდე არ ისვრის და იმ ვაი ფეხბურთელსაც წაგებულის მენტალიტეტს არ უყალიბებს თამაშამდე,როცა მცირე რესურსით და სწორი მენეჯმენტით გარკვეულ შედეგს აღწევს გუნდი,ეს უკვე მისაბაძია (დინამოებო რამე ისწავლეთ?!)...ბრავო დემჩენკო,ბრავო გორის დილა,ყოჩაღ გორელ ქომაგს....გგულშემატკივრობთ თელავიდან...
დონ დიეგო
04 აგვისტო 2023 09:46
1
ერთი რამის მეშინია-დინამომ არ დაითანხმოს დემჩენკო და არ დაუნგრიოს კარიერა კაცს.
jordan beli
04 აგვისტო 2023 09:10
0
დინამოს ხელმძვანელობა, ვოვას საშინაო დავალებას ასრულებს და თანაც ბრწყინვალედ, ასე რომ დეჩენკოსნაირი მწვრთნელი არ სჭირდებათ.
გიზოგ
04 აგვისტო 2023 12:27
2
პატარა გორი დიდიაააააა !!!!!!!!
papa
04 აგვისტო 2023 08:48
0
პატარა გორი დიდია!!!
გიგი
04 აგვისტო 2023 07:55
0

სიახლეები პოპულარული