გორის "დილა" "აპოელს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალის საშინაო მატჩს "აპოელის" წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ Tengiz Burjanadze Stadium - გახლავთ მეორე კატეგორიის, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, მე-3 და შემდგომი ეტაპების მასპინძლობის უფლება არ აქვს. აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ,,აპოელთან" UEFA conference league მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს Dinamo Arena-ზე ჩავატარებთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "დილა" "აპოელის" წინააღმდეგ პირველ მატჩს 10 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს.

altუკრაინელი მწვრთნელის ლოგიკური შედეგი, საგოლე პასები დაცვიდან,

ძლიერი ლეგიონერები - გორის "დილას" წარმატება

alt"დილას" მეტოქე მესამე ეტაპზე დვალისა და ქვილითაიას "აპოელია" [VIDEO]

altეს "დილაა" - გორულმა გუნდმა გაიმარჯვა და მესამე რაუნდში გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
გორის დილას და ვორსკლას თამაშს,ამ საიტზე ვუყურე,უკრაინელი კომენტატორის წამყვანობით.მადლობა საქართველოს ტელევიზიებს,ძალიან თბილად მოვუკითხავ ახლობლებს,ყველას, ვისაც ასე მაგრად ჰკიდია,ქართული ფეხბურთი.სპორტალს კი,მართლა მადლობას ვუხდი,თუნდაც ამ ფორმით,მაგრამ მაინც რომ მომცა,ამ მატჩის ნახვის საშუალება.ომში ჩაბმულ,მიწასთან გასწორებულ უკრაინას აქვს საშუალება,რეპორტაჟი გააკეთოს და მშვიდობიან საქართველოს არ აქვს,გორიდან მატჩის გადმოცემის?არ ვიცი,შესაძლოა,სადმე იყო კიდეც ქართული რეპორტაჟი და მე არ ვიცოდი,მაგრამ ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა,მათ არ უნდა მოეკითხოთ?ეროვნულ არხებს ვგულისხმობ!
სოსო
04 აგვისტო 2023 14:29
2
იმედია გამგეობა გაუკეთებს ხალხის წაყვანის ორგანიზებას და ტრანსპორტს გამოყოფს... მთელი გორი დინამოზე ათშიი
Dilaio
04 აგვისტო 2023 15:04
0
მესხის სტადიონი აჯობებდა უფრო შეკრულია და მეტი კონტაქტია გულშემატკივართან. თარსი სტადიონი კიდე არ არსებობს, გუნდი როცა გყავს კარგი სადაც გააგორებ იქ უნდა მოიგო. წარმატებები გორს, ერთადერთი გუნდია რომელიც გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
რაბუ
04 აგვისტო 2023 14:45
2
თან წითელი სკამებია ) არამგონია 25,000 მეტი კაცი მივიდეს ამთამაშზე თბილისში.
dato
04 აგვისტო 2023 16:09
0
ყოჩაღ დილას, ამ გუნდმა ცოტა მაინც შეუნარჩუნა ნამუსი წამხდარ ქართულ-საკლუბო ფეხბურთს. ეხლა მეორე საკითხი: იუთუბზე ლინკი იდო და იმის მეშვეობით ვუყურე დილას მატჩს უკრაინულ ენაზე. სირცხვილი არაა? გასაგებია როცა გუნდი სტუმრად თამაშობს კიდე ხო, მარა როცა ამხელა მოლოდინია საზოგადოებაში ამ მატჩის მიმართ,და თამაშია ჩვენს ქვეყანაში, ნუთუ ასე ძნელია რომელიმე არხს საკუთარ თავზე აეღო მატჩის ტრანსლაცია??? სამაგიეროდ ამ იაფფასიანი სერიალებით ხომ გამოულაყეთ ხალხს ტვინი.როგორი მიდგომაც არის ზოგადად, შედეგებიც შესაბამისია.
სირცხვილია.
ქობულეთიდან
04 აგვისტო 2023 16:53
0
დიდი წარმატებები დილას.
გაიოზ გოშაძე
04 აგვისტო 2023 17:20
0
ბრძოლა ჟინი თავდადება სკანგულუაფირო გამარჯვება
ტაშა
04 აგვისტო 2023 17:52
0
აუტის ხაზე ბურთის მიმწოდებლად უნდა დააყენი ჭიაბრიშვილი,ფიფია,დოლიძე
giorgi
04 აგვისტო 2023 15:27
1
კიდევ ერთხელ ვამბობ, აუშენეთ ამ ბიჭებს და ქალაქს ახალი თანამედროვე მაგარი სტადიონი. ვის რათ ჭირდება ქობულეთისთვის ახალი სტადიონი, გუნდს რომელსაც არანაირი შედეგი არა აქვს. გორი იმსახურებს ახალ თანამედროვე 4 კადეგორიის სტადიონს.
გიორგო
04 აგვისტო 2023 23:00
4
შემოვდივარ წინადადებით: - გორის დილა დინამოზე თამაშების გადმოტანით დაჯილდოვდეს, ხოლო დინამო გორში თამაშების გადატანით დაისაჯოს!
დინამოელებო უკვე სირცხვილად იქცა ქართული ფეხბურთისათვის თქვენი არსებობა - გაიგეთ??? მიზეზები თქვენ მოძებნეთ და გამოასწორეთ, რადგან არცხვენთ ძველი დინამოს ისტორიაში შესულ დიდებულ სახელს.
ვაჟა მასწ.
04 აგვისტო 2023 21:37
2
რატომ დინამოზე და არა მაგალითად ქუთაისში, შენგელიაზე, ფიფიას ფინანსები გამოელია?!
ნამუსი რომ ჰქონდეთ(რაც საეჭვოა)დინამოს პრეზიდენტს,მწვრთნელს და ზოგიერთ ფეხბურთელს,უნდა ცუ^ლივით გაიძურწონ. მაგრამ დღევანდელ საქართველოში სიტყვა "ნამუსი" გაუფასურებულია, ყველაფერი სამწუხაროდ ფულზე იყიდება.
ჰოდა, ეს თამაში დინამოზე არ უნდა ჩატარდეს!!!
Mr.kostaia
04 აგვისტო 2023 14:40
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული