"დილას" თავდამსხმელის შეძენა პოლონეთის ჩემპიონმა მოისურვა

AutoSharing Option
ბრიჯტაუნელი სპორტული ჟურნალისტი ანმარ გუდრიჯ-ბოისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ "დილას" 21 წლის ბარბადოსელი თავდამსხმელით, ტიერი გეილით პოლონეთის ჩემპიონი "რაკუვი" დაინტერესდა.

გუდრიჯ-ბოისი თანამემამულე ფეხბურთელზე წერს, რომ მისი თამაში "რაკუვის" წარმომადგენლებმა პოლონეთის ქალაქ ტიხიში "ვორსკლასთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისას ნახეს და მოხიბლული დარჩნენ.

ჟურნალისტის მტკიცებით, "რაკუვი" "დილას" გეილში 1.2 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გეილი "დილაში" 2022 წელს "ჰონვედიდან" გადავიდა, ამ სეზონში კი ეროვნული ლიგის 19 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე კონფერენს ლიგის მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მართლა ფეხბურთელში ქვილითაიას ნახევარ ფასს გვთავაზობენ, ხედავთ როგორ აბუჩად გვიგდებენ?
კ ო მ ბ ლ ე
04:03 05-08-2023
1
1 მილიონი რა ჩემი ფეხებია? ვხარხარებ
ilar10N Youtube
02:25 05-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული