მიუხედავად სიცხისა, შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. თამაში სანახაობრივი იყო. მე-10 წუთზე მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი გორულ გუნდს პირველ ტაიმში, 30-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც საჯარიმოდან ჩიტეიშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში მეკარე კუჩერენკომ ქვილითაიას დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრესპომ გაიტანა.
შესვენების შემდეგ „აპოელმა“ მაღალ პრესინგს მიმართა, თამაშის ტემპიც დაეცა და მოწინააღმდეგემ ანგარიში გაზარდა - საჯარიმოდან ეფრემის დარტყმული არგასაშვები ბურთი კუჩერენკომ გაუშვა. დარჩენილ დროში "დილა" უშედეგოდ ცდილობდა გატანას. ბოლოს მცველმა სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და დემჩენკოს შეგირდებმა მარცხი განიცადეს.
აშკარაა, "აპოელი" "დილაზე" უკეთესად დაკომპლექტებული გუნდია და ეს საბოლოოდ შედეგზე აისახა.
საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.
თბილისი. „დინამო არენა“
დილა - აპოელი 0:2
გოლები: 0:1 კრესპო (45+1), 0:2 ეფრემი (64)
გაძევება: სანტოსი (87)