"გვინდა, საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩები ჩავატაროთ" - შოთა არველაძემ ბრწყინვალე პროექტი დააანონსა

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ახალ შესანიშნავ პროექტს აანონსებს:

"გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.

რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვისი ფულით უნდა გააგოროთ ვეტერანებმა? რა ლეგენდები, ხო არ ღადაობთ თქვენ? ერთ ტურნირზე ვერ გახვედით, გადაგვიყოლეთ, ვისაც ფეხბურთი გვიყვარდა. ლეგენდები არა კვახი! მაგას ჯობს გამოდით და ეროვნული სიმბოლოს, დინამოს გათავისუფლება მოითხოვეთ ფიფიასგან. თუნდაც ყტარელებს მიყიდეთ, ფული ჩადეთ. სადმე გავიდეთ, რამე ტურნირის ჯგუფში, ეს რა უბედურებაა? ყველა გავიდა ჩვენ გარდა. ბოლოები ვართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დაფიქრდით ამაზე! რა ლეგენდები?
რეზო
03:04 15-08-2023
14
პადერშკა უკრაინას და ამისთანებს თუ არ ჩააკვეხებთ კაი იქნება.
ქუთაისი
01:19 15-08-2023
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული