მატჩის დღე! ქართული კლუბების დამშვიდობება ევროპასთან თუ მოულოდნელობა "დილასგან"...

AutoSharing Option
ქართული კლუბის გამოსვლა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრძელდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დღეს საღამოს დასრულდეს, საკმაოდ დიდია. მატჩის წინ ოპტიმისტები ვიყოთ და იმედი ვიქონიოთ, გორის "დილა" კიდევ ერთ მოულოდნელ შედეგს შემოგვთავაზებს და "აპოელს" კვიპროსში სასურველი ანგარიშით დაამარცხებს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" სტუმრებმა (2:0) მოიგეს, დღევანდელი, 17 აგვისტოს დაპირისპირება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება (პირდაპირი "პირველ არხზე").

რა შეიძლება შეიცვალოს "დილას" გამოსვლაში? საშინაო მატჩში მათ პირველ ტაიმში კარგად ითამაშეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი უჭირდათ. დემჩენკოს გუნდმა რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს და
სწრაფად გაიტანოს, ეს თამაშის მიმდინარეობას მკვეთრად შეცვლის. ვერ ვიტყვით, რომ დვალისა და ქვილითაიას თანაგუნდელებმა რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, მათ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანეს, შემდეგ კი მინდვრის ცენტრში ბურთის კონტროლი არ გასჭირვებიათ. სახიფათო ზონაში ამდენ ჯარიმას და ბევრ გაფრთხილებას, რაც "დინამო არენაზე" ვნახეთ, უნდა ვერიდოთ.

Sportall.Ge

ნიქოზიელები საკუთარ არენაზე ძლიერები არიან, თუმცა ახლა ისინი თავდაჯერებულები იქნებიან და მომავალ მეტოქეზე იფიქრებენ. გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ მის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "გენტთან", ჯგუფურ ეტაპამდე უკანასკნელ ბარიერთან, ძალიან მოტივირებული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი ახლა "დილას" სასარგებლოდ იმუშავებს. პირველმა დაპირისპირებამ გამოაჩინა, რომ მოწინააღმდეგეებს ჩვენი გუნდის ლიდერი გეილი კარგად ჰყავდათ შესწავლილი, იმედია, ბარბადოსელი ლეგიონერი ახლა თავს კარგად წარმოაჩენს.

ქართული კლუბების მორიგ ცუდ ევროსეზონს შევეჩვიეთ. თუკი შვებას ტრანსფერებსა და ძლიერ ლეგიონერებში ვეძებთ, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან, ახლა ამ მხრივაც არასახარბიელო ვითარებაა. გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლამ არ უნდა შეგვაცდინოს, მას ეროვნულ ლიგაში დრო არ ეძლეოდა. ახლა თ ითოეული ქულა მნიშვნელოვანია და მისი გაზრდის საშუალება მხოლოდ "დილას" აქვს.

დღევანდელ შეხვედრას უელსელი არბიტრი ჯენკინსი განსჯის.

altანდრეი დემჩენკო: ვეცდებით, "აპოელთანაც" შემოვაბრუნოთ თამაში

altორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
გორელებმა, თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიმსახურეს ჩვენი სიმპათიები.უკიდურესად მწირი რესურსების მიუხედავად,მაინც ახერხებენ შედეგის დადებას და ახლაცვ იგივეს ვუსურვებ.ერთიცაა,დღეს დილა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია,ვიდრე ადრე,რადგან არ ეყოლება გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი,ასევე ნიკა გაგნიძე,რომელზეც წერდნენ,რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა,თუმცა ჯერაც ვერ ჩადგა მწყობრში და ესე იგი,არც თუ ისე მსუბუქი ყოფილა,ტრავმა.იმედი ვიქონიოთ,რომ კიდევ უფრო შეიკვრებიან ბიჭები და იქნებ რაიმეც გამოგვივიდეს.წარმატებას და იღბალს ვუსურვებ,ბიჭებს!
სოსო
13:02 17-08-2023
4
ვგულშემატკივრობ დილას მთელი ქუთაისური გულით! წარმატებები, ბიჭებო!
ქუთაისელი
12:53 17-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული