მატჩის დღე! ქართული კლუბების დამშვიდობება ევროპასთან თუ მოულოდნელობა "დილასგან"...

AutoSharing Option
ქართული კლუბის გამოსვლა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრძელდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დღეს საღამოს დასრულდეს, საკმაოდ დიდია. მატჩის წინ ოპტიმისტები ვიყოთ და იმედი ვიქონიოთ, გორის "დილა" კიდევ ერთ მოულოდნელ შედეგს შემოგვთავაზებს და "აპოელს" კვიპროსში სასურველი ანგარიშით დაამარცხებს. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" სტუმრებმა (2:0) მოიგეს, დღევანდელი, 17 აგვისტოს დაპირისპირება კი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება (პირდაპირი "პირველ არხზე").

რა შეიძლება შეიცვალოს "დილას" გამოსვლაში? საშინაო მატჩში მათ პირველ ტაიმში კარგად ითამაშეს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი უჭირდათ. დემჩენკოს გუნდმა რეალიზაცია უნდა გააუმჯობესოს და
სწრაფად გაიტანოს, ეს თამაშის მიმდინარეობას მკვეთრად შეცვლის. ვერ ვიტყვით, რომ დვალისა და ქვილითაიას თანაგუნდელებმა რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, მათ ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანეს, შემდეგ კი მინდვრის ცენტრში ბურთის კონტროლი არ გასჭირვებიათ. სახიფათო ზონაში ამდენ ჯარიმას და ბევრ გაფრთხილებას, რაც "დინამო არენაზე" ვნახეთ, უნდა ვერიდოთ.

Sportall.Ge

ნიქოზიელები საკუთარ არენაზე ძლიერები არიან, თუმცა ახლა ისინი თავდაჯერებულები იქნებიან და მომავალ მეტოქეზე იფიქრებენ. გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ მის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "გენტთან", ჯგუფურ ეტაპამდე უკანასკნელ ბარიერთან, ძალიან მოტივირებული იქნება. მოულოდნელობის ეფექტი ახლა "დილას" სასარგებლოდ იმუშავებს. პირველმა დაპირისპირებამ გამოაჩინა, რომ მოწინააღმდეგეებს ჩვენი გუნდის ლიდერი გეილი კარგად ჰყავდათ შესწავლილი, იმედია, ბარბადოსელი ლეგიონერი ახლა თავს კარგად წარმოაჩენს.

ქართული კლუბების მორიგ ცუდ ევროსეზონს შევეჩვიეთ. თუკი შვებას ტრანსფერებსა და ძლიერ ლეგიონერებში ვეძებთ, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან, ახლა ამ მხრივაც არასახარბიელო ვითარებაა. გიორგი კვერნაძის იტალიაში გადასვლამ არ უნდა შეგვაცდინოს, მას ეროვნულ ლიგაში დრო არ ეძლეოდა. ახლა თ ითოეული ქულა მნიშვნელოვანია და მისი გაზრდის საშუალება მხოლოდ "დილას" აქვს.

დღევანდელ შეხვედრას უელსელი არბიტრი ჯენკინსი განსჯის.

altანდრეი დემჩენკო: ვეცდებით, "აპოელთანაც" შემოვაბრუნოთ თამაში

altორი განსხვავებული ტაიმი - "დილა" "აპოელთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაინც იმედი გვაქ რომ დილა კარს ფაიჯახუნებს.ღმერთი თქვენსკენ.
სამტრედიას ფან კლუბი
17 აგვისტო 2023 20:59
1
რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ამაზე იმტვრევს თავს მთელი ქართული საფეხბურთო ელიტა და გულშემატკივრები. არდა ყველაფერი ძალიან მარტივია. უნდა დავპატიჟოთ საქართველოში 10 არაბი შეიხი. ვაჩვენოთ ჩვენი სტუმართმასპინძლობა უმაღლეს დონეზე და გაცილების დროს, აეროპორტში პატივისცემის გამოხატვის მიზნით ვაჩუქოთ ნაბადი, ხანჯალი და თითო ქართული კლუბი. შემდეგ დაველოდოთ რა მოხდება. ხა, ხა,ხა...
მამუკა
17 აგვისტო 2023 19:31
3
სოსო, მე მხედველობაში მყავს ის არაბი შეიხები ვინც იყიდა ჩელსი (სულ რომ ცხრილის შუაში იყო), სიტი (სულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, გავარდებოდა ძლივს დაბრუნდებოდა). დღეს სიტიმ ყველაფერი მოიგო, ქვა-ქვაზე არ დატოვა. ამას ვგულისხმობდი და არა სამშობლოს გაყიდვას, ღალატს, მტრის საქმის გაკეთებას. თან ეს იყო იუმორი. მეტი არ იყვეს ჩემი მტერი არაბებმა რომელიმე ქართული კლუბი იყიდონ, ან იჩუქონ.
მამუკა
18 აგვისტო 2023 18:25
0
ერთიც საკმარისი იქნება.მოვა და იყიდის მთელ საქართველოს!მე შენ გეტყვი და გამყიდველს ვერ იპოვის!აგერ ვინც მოვიდა,ფეხს აღარ დგავენ,აქედან!
სოსო
18 აგვისტო 2023 13:04
0
ყველა გამოხმაურება
ეჰ ნეტა მოიგოს, მარა ტყუილი იმედია თან სანტოსიც არ ეყოლება.
რრრ
17 აგვისტო 2023 13:12
1
გორელებმა, თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიმსახურეს ჩვენი სიმპათიები.უკიდურესად მწირი რესურსების მიუხედავად,მაინც ახერხებენ შედეგის დადებას და ახლაცვ იგივეს ვუსურვებ.ერთიცაა,დღეს დილა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია,ვიდრე ადრე,რადგან არ ეყოლება გუნდის კაპიტანი და დაცვის ლიდერი,ასევე ნიკა გაგნიძე,რომელზეც წერდნენ,რომ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა,თუმცა ჯერაც ვერ ჩადგა მწყობრში და ესე იგი,არც თუ ისე მსუბუქი ყოფილა,ტრავმა.იმედი ვიქონიოთ,რომ კიდევ უფრო შეიკვრებიან ბიჭები და იქნებ რაიმეც გამოგვივიდეს.წარმატებას და იღბალს ვუსურვებ,ბიჭებს!
სოსო
17 აგვისტო 2023 13:02
4
გივი,ჩემი პოსტი წაიკითხეთ და ასე აფასებთ?ტექსტიდან შინაარსის გამოტანაზე უნდა ივარჯიშოთ.ბოდიში,მაგრამ ბევრი სამუშაო გაქვთ!
სოსო
17 აგვისტო 2023 19:27
1
შენი ოპტიმიზმი უკვე აბსურდულ ფანატიზმში გადადის. დაეშვი
გივი
17 აგვისტო 2023 18:04
6
ვგულშემატკივრობ დილას მთელი ქუთაისური გულით! წარმატებები, ბიჭებო!
ქუთაისელი
17 აგვისტო 2023 12:53
0
3-0, თუ მოიგო გავა, მაგრამ აპოელი დინამო ხომ არარის ტოტალიზატორზე ითამაშოს! მე პირიქით დავდებდი 3-0 , რომ აპოელი მოიგებს!
მწვრთნელი
17 აგვისტო 2023 12:43
9
როგორც 11 წლის წინ ეხლაც უნდა იყოჩაღოს დილამ
გრიგოლი
17 აგვისტო 2023 12:04
0
იმ დროისთვის ევროპაში საშვალოზე ძლიერი ანორთოსისი გაანადგურეს 3:0 გასვლაზე თან ყველა ადგილობრივი ფეხბურთელით ერთის გარდა
დავითს
17 აგვისტო 2023 16:58
0
მაშინ ჩემპიონთა თასი რომ მოიგეს.?
დავით
17 აგვისტო 2023 16:13
4
წმინდანები ფეხბურთთან რა მოსატანია
ვარლამი,პოლონეთიდან
17 აგვისტო 2023 11:30
2
წმინდანები და ფეხბურთი მართლაც რა შუაშია ერთმანეთთან, მარა აი ამ თვალაბეიშვილს რაღა უნდა ფეხბურთთპნ ეგეც ვერ გავიგე , მაგის ნაკომენტატორები არ გეიშვა....
ქორ-პარიკმახერი
17 აგვისტო 2023 12:40
2
წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი დაეხმაროს გორის დილას შემდეგ ეტაპზე გასვლაში!!!!!!
Nikoloz
17 აგვისტო 2023 11:12
4
მაგაᲗ ყავᲗ ანდრია გვაზავა))
Შიო
17 აგვისტო 2023 13:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული