"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ გასვლაზე „აპოელთან“ 0:1 დამარცხდა.

თბილისში პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გორული გუნდის გასვლის შანსი მინიმალური იყო, თუმცა მწვრთნელმა დემჩენკომ განაცხადა, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებოდნენ, რაც გასულ ორ რაუნდში მოახერხეს. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები კი შეტევებს ორგანიზებულად იგერიებდნენ და სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. პირველი სახიფათო მომენტი აქტიურმა გეილმა შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ბელეცმა მოიგერია. „აპოელის“ რიგებში ქართველი ლეგიონერები დვალი და ქვილითაია გამოირჩეოდნენ, რომელთაც გატანის შანსები ვერ გამოიყენეს. ერთი
სიტყვით, თამაში კვიპროსული გუნდისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა.

შეცვლაზე შესულმა ნდონგალამ შესვენების შემდეგ თავურით დალაშქრა კუჩერენკოს კარი და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, "აპოელმა" მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე და პლეი-ოფში "გენტს" დაუპირისპირდება. ამით ქართული კლუბების მორიგი მონაწილეობა ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზე დასრულდა.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელ - დილა 1:0
გოლი: ნდონგალა (48)


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ან არ უნდათ რო გაიგონ ან ძალით აკეთებენ, კლასი თუ დაინახეთ ან მწვრთნელის ან ფეგბურტელების.
დავით
16:43 18-08-2023
0
დემჩენკოს და რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება დილას გაუჭირდება.ფეხბურთელებისა რა გთხრათ,აი დემჩენკო არ დათანხმდეს დინამო თბილისს და სამუდამოდ არ დაინგრიოს კარიერა მეცოდება-კარგი მწვრთნელია და უეჭველი გაქაჩავდა ევროპაში საშუალო დონეს.
jordan beli
15:26 18-08-2023
0

სიახლეები პოპულარული