"დილა" ისევ დამარცხდა - ქართული საკლუბო ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ გასვლაზე „აპოელთან“ 0:1 დამარცხდა.

თბილისში პირველ შეხვედრაში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გორული გუნდის გასვლის შანსი მინიმალური იყო, თუმცა მწვრთნელმა დემჩენკომ განაცხადა, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეეცდებოდნენ, რაც გასულ ორ რაუნდში მოახერხეს. სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები კი შეტევებს ორგანიზებულად იგერიებდნენ და სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას. პირველი სახიფათო მომენტი აქტიურმა გეილმა შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე ბელეცმა მოიგერია. „აპოელის“ რიგებში ქართველი ლეგიონერები დვალი და ქვილითაია გამოირჩეოდნენ, რომელთაც გატანის შანსები ვერ გამოიყენეს. ერთი
სიტყვით, თამაში კვიპროსული გუნდისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა.

შეცვლაზე შესულმა ნდონგალამ შესვენების შემდეგ თავურით დალაშქრა კუჩერენკოს კარი და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა, "აპოელმა" მშვიდად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე და პლეი-ოფში "გენტს" დაუპირისპირდება. ამით ქართული კლუბების მორიგი მონაწილეობა ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზე დასრულდა.

ნიქოზია. „Neo GSP“
აპოელ - დილა 1:0
გოლი: ნდონგალა (48)


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ან არ უნდათ რო გაიგონ ან ძალით აკეთებენ, კლასი თუ დაინახეთ ან მწვრთნელის ან ფეგბურტელების.
დავით
18 აგვისტო 2023 16:43
0
დემჩენკოს და რამდენიმე ფეხბურთელის შენარჩუნება დილას გაუჭირდება.ფეხბურთელებისა რა გთხრათ,აი დემჩენკო არ დათანხმდეს დინამო თბილისს და სამუდამოდ არ დაინგრიოს კარიერა მეცოდება-კარგი მწვრთნელია და უეჭველი გაქაჩავდა ევროპაში საშუალო დონეს.
jordan beli
18 აგვისტო 2023 15:26
0
თუ ევროპიდან არ იქნება კარგი წინადადება დემჩენკო დარჩება დილაში გადაწყვეტილია, წასვლით 90% გეილი წავა ისეთი წინადადებები აქვს. თან გუნდასც აწყობს უფასოდ მოყვანილ ფეხბურთელში დიდი თანხის აღება.
a a
18 აგვისტო 2023 20:17
0
სანამ ქართულად გვეწერება მაისურებზე გვარები და საქართველოს ჩემპიონატის ლოგოებით ვითამაშებთ ევროთასების თამაშებს - არაფერი არ გვეშველება!!!!
SHMAGI
18 აგვისტო 2023 15:03
1
ფიფია დაითრიე დემჩენკო სანამ დროა თორემ შესაძლოა საზღვარგარეთ წავიდეს. გორს შენარჩუნება გაუჭირდება. საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია. კარასკო შესანიშნავად ასრულებდა თავის საქმეს და იქ დააბრუნე სანამ აკადემიაც არ გაგიბანძებია. ან საეთოდ წადი მაქედან და ნუ შეგვაჯავრე ფეხბურთი. გორელები არ გამოგვეხმაუროთ ;)))
დინამო
18 აგვისტო 2023 12:08
3
ქვილითაია რო მოგიგებს!
ქუთაისი
18 აგვისტო 2023 10:55
10
ამ შემადგენლობით მაქსიმუმს მიაღწია დემჩენკომ , შეუნარჩუნონ შემადგენლობა და ერთი ოთხი ნორმალური ფეხბურთელი მომავლ წელს უკეთეს შედეგს დადებს , მწვრთნელი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში
დავითი
18 აგვისტო 2023 10:02
1
მადლობა გორის დილას ბოლომდე ბრძოლის და გამართული ფეხბურთის თამაშისათვის.
ამ ბიუჯეტის და შესაძლებლობების პირობებში საკუთარ თავს გადაახტნენ ეს ბიჭები.
ზამენაზე რო მარტო მეკარე გიზის და და გუნდით, რომლის ყველაზე ძვურად ღირებული ფეხბურთელი რამდენიმე ათასი ღირს და ისიც ტრავმის გამო არ გყავს და აქამდე მიხვალ, ეს კარგი შედეგია.
გალანძღეთ ფიფია და ბერიძე.
დილას კი მადლობა!
Superman
18 აგვისტო 2023 09:27
0
დილამ წააგო არაფრად გამორჩეულ გუნდთაან, არადა შეეძლო ამ ბარიერის დაძლევა, აი ნახეთ გენტი რა დღეს დააყრის აპოელს
მგელი
18 აგვისტო 2023 06:43
7
ვახ მე გორის დილამ წაგო.მეწყინა :(
Robert22
18 აგვისტო 2023 04:32
5
რო ეცლიათ ძალიან მაგარ გუნდს გააკეთებდა ადგილობრივი ფეხბურთელებით აკადემიით და ასეშემდეგ ქოცო
H_s
18 აგვისტო 2023 03:22
6
რო ეცლიათ? ეგრე ყველა იტყვის არ გვაცლიანო. ჩემი აზრით, კლუბებს სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს. თუ თავს ვერ ინახავს, უნდა ერქვეს მოყვარული გუნდი და გადავიდეს რაიონის ფიზკულტურის განყოფილების ხელში. სადაც ითამაშებენ ადგილობრივი მძღოლები, ბაზრობის მუშაკები, პოლიციელები.
ეგრეა
18 აგვისტო 2023 08:10
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული