ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" ევროპა ლიგაზე გავიდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „ყარაბაღი“ სახლში „ოლიმპიას“ დაუზავდა - 1:1.

აზერბაიჯანულ გუნდს, რომლის კარსაც კვლავ ლუკა გუგეშაშვილი იცავდა, პირველი შეხვედრა სლოვენიაში 2:0 ჰქონდა მოგებული, ორი თამაშის ჯამში გაიმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

გუგეშაშვილმა ისევ კარგად ითამაშა, ერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი, როდესაც პედრუს არ გაატანინა, გაშვებულ გოლში კი ბრალი არ მიუძღვის.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“
ყარაბაღი - ოლიმპია 1:1
გოლები: 1:0 ბაირამოვი (24, პენ), 1:1 დიოგო პინტო (36)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მამარდას ჯობნების რა გითხრათ მარა, გამოსვლებზე აშკარად დამაჯერებელია.
ეეე
23:21 01-09-2023
0
არვიცი ვის როგორ,მაგრამ პირადად მე მამარდას გუგეშა მირჩევნია,უფრო მონდომებული ჩანს ყოველთვის და უფრო "გიჟია".პენალტების აღებაც ეხერხება.რა თქმა უნდა გიორგის არ ვაკნინებ,უბრალოდ მამარდას მეტად გაუმართლა. და ამიტომაა ის ესპანეთში ეს აზერბაიჯანში.ლორიას დიდი და დამსახურებული მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ აშკარად დროა დაასრულოს სანაკრებო კარიერა და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს.ბევრი კარგი მეკარე გვყავს საბედნიეროდ.
Master
02:43 01-09-2023
10

სიახლეები პოპულარული