"სამეგრელოს" ქალთა გუნდმა სლოვენიაში გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებულმა ჩხოროწყუს "სამეგრელომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურნირზე, სლოვენიაში, ადგილობრივი "მურა" პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "სამეგრელოს" ფეხბურთელებმა 5:4 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღეს ანა პავლიაშვილმა (86) და მაიკო ბებიამ (96).

9 სექტემბერს, ნახევარფინალში, გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის "აპოლონს" შეხვდება, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიის "ლიუბოტენი" 9:0 გაანადგურა.

მურსკა-სობოტა. „ფაზანერია“
მურა- სამეგრელო 0:0 (პენ 4:5)
სამეგრელო: ნევეში, მილხევსკა, ახობაძე, ჰარვეი, ვილეგასი, ჯესიკა, ენჯიბაძე,
ჩიქოვანი (პავლიაშვილი 52), ჯანიკაშვილი (ბებია 37), მწყერაშვილი, ბუხრიკიძე
გაძევება: პავლიაშვილი (86), ბებია (96)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეტოქის კარში დარტყმა ნოლი? აბა სად ურტყავდნენ, საკუთარ კარში? ვერ ვიჯერებ, მეგრელ ქალებს ვინმემ დარტყმაში რავა უნდა აჯობოს?
კ ო მ ბ ლ ე
07 სექტემბერი 2023 19:01
1
აბა რაა!!!...ნევეშს, მილხევკას, ჰალვეის, ვილუგას და ჯესიკას, ხომ სუფთა კოლხური სისხლი აქვთ-ცისფერიიიი....ეს იმათ ვინც გუშინ ერთი გნიასი ატეხა- ესპანელებმა, ესპანეთში დაბადებულ- გაზრდილ, წარმომავლობით მაროკოელს, ბარსელონას ფეხბურთელს იამალს როგორ უხმეს ნაკრებშიო...... დეიღუპა ესპანეთი და ეგ არისოო,ისე როგორც საფრანგეთი,ინგლისი და გერმანიაა დაღუპულიოო...
leqso
07 სექტემბერი 2023 10:46
16
საკლუბო ფეხბურთზეა ლაპარაკი
bu
07 სექტემბერი 2023 18:17
0
ის ნაკრებია და ეს კლუბია, განსხვავება იცი?
მეგრელი
07 სექტემბერი 2023 15:41
0
წარმატებები სამეგრელოს!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2023 08:19
3
რო შეიძლებოდეს კაცების გუნდში ქალების დამატება ბათუმის დინამო სამეგრელოსაც მიადგებოდა ფეხბურთელების და მწვრთნელის ტრანსფერზე, მაგათი ფანტაზია ხო მეტს ვერ ქაჩავს. რომელი გუნდიც ევრო თასზე ერთ ეტაპს მაინც გაივლის გონიათ რო იმ გუნდიდან თუ ვინმეს დაიმატებენ ლიგას მოიგებენ.დ.დ.
dogi
07 სექტემბერი 2023 01:10
2
ყოჩაღ გოგონებო!გილოცავთ! წიმაულა ირიათო ძღაბეფ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
07 სექტემბერი 2023 00:43
1
კარგი ამბავია. გილოცავთ
ვანჩოპე
06 სექტემბერი 2023 23:45
2
5 ლეგიონერით გაძლიერებულია სამეგრელო, სტატისტიკის მიხედვით 25-0 კარში დარტყმა, დიდი უპირატესობა ქონდათ სლოვენიელებს, სამეგრლომ კი როგორც იტყვიან დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა გამარჯვება და დასაფასებელია ეს შედეგი. კლუბს კლასი არ აქვს მაღალი აი ბრძოლისუნარიანობა კი შესაშური აქვს! წარმატებები შემდეგ ეტაპზე სამეგრელოს!
zaza
06 სექტემბერი 2023 23:04
1

სიახლეები პოპულარული