"მის შეჩერებას სწორედ ასე ვეცდებით" - რა თქვა ნორვეგიის ნაკრების მცველმა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო ნორვეგიას ესტუმრება.

ნორვეგიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" მცველმა იულიან რიერსონმა ადგილობრივ მედიასთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავი კოლექტიურად დაიცვას.

"თამაშამდე მცირე ტრავმა მივიღე, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. თუ მატჩში მონაწილეობ
ის მიღებას მოვახერხებ, ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა მომიწევს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ხვიჩას "კვარადონა" შეარქვეს, რაც ჩემს სიტყვებს ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ თავი კოლექტიურად დავიცვათ, მეტოქის ძლიერ ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს სწორედ ასე შევაჩერებთ", - განაცხადა რიერსონმა.

altსაქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა

altgoal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 19 /
იცით რაარის აი ამ დათარსვას და ღვარძლიან ხალხს რომ შევეშვათ მაინც აჭრილოა რა ხვიჩა რა ჭირს ვერ ვგებულობ.ის მოტივაცია და ჟილკა აღარ აქვს და ეს გუნდზეც და ნაკრებზეც აისახება
შახრუდინი
11 სექტემბერი 2023 22:41
3
გულწრფელად მაინტერესებს. მართლა არ მესმის და გთხოვთ, რომ გამარკვიოთ. აი, ვინც ნიშნის მოგებით წერთ კომენტარებს და საკუთარი თანამემამულის დაკნინებას ცდილობთ, რა გემატებათ ამით?
ვერაფრით ამიხსნია ეს ფენომენი.
არ ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანები ხართ. უბრალოდ, მართლა მინდა გავერკვე თქვენს მოტივაციაში.
მიშა
11 სექტემბერი 2023 21:58
2
ბლოკავენ 'საჩოთირო' კომენტარებს, თორემ სიამოვნებით აგიხსნიდი (აქამდეც გაგებული გექნებოდა)..
1000-ad katsi daphasda, 10000-ad zrdiloba
12 სექტემბერი 2023 16:47
0
ისედაც შეჩერებულია ვინც ამბობთ ან ბოროტების ხართ ან ფეხბურთის აზრზე არ ხართ! პასი მისცა ვინმემ? 21 საუკუნეა მარტო ვერავინ თამაშობს! ესპანეთთან არავის უთამაშია გავტყდით მწვრთნელმაც თოხლა. ყველაფერი კარგად იქნება.
ბოკინიო
11 სექტემბერი 2023 19:06
5
ღვარძლი და ცინიზმი ზედმეტია,მაგრამ აშკარად მოკლებული რომ აქვს,ეგ ფაქტია,თუნდაც მისი საკლუბო კარიერის სტარისტიკაც მეტყველებს ამაზე და რაც მთავარია,ის ძველი ცევხლი აღარ ანთია მის თვალებში!იმედია,რომ ეს ყველაფერი დროებითია და ძველ კვარას სულ მალე ვიხილავთ,წარმატებები!
გეთანხმები
12 სექტემბერი 2023 09:47
2
ხვიჩა,სხვა თუ არაფერი,მარტო ამ ჩასაფრებული,ღვარძლიანი,ნამუსგარეცხილი,ბილწად ენაგაკრეფილი ვაიგულშემატკივრების "პირის მოსაკეტად"უნდა იფრინო ნორვეგიაშო და შემდგომ უამრავ მომდევნო მატჩებში...
წარმატებები პირადად შენ და ჩვენს ნაკრებს მთლიანად!
მინდია
11 სექტემბერი 2023 18:31
7
ნებისმიერი ამოკეტავს კვარაცხელოვს
!!
11 სექტემბერი 2023 18:01
8
რათ უნდა შეჩერება, თავისით გაჩერდება როგორც ესპანელებთან
ნიკა
11 სექტემბერი 2023 17:22
25
ესენი, როგორც თბილისში იტყვიან გვეღადავებიან ნაღდათ, თორემ ამ ბოლო დროს ვისი შეჩერება ჭირდება თვითონ უჭირს მისი შეჩერება ვინც უნდა შეაჩეროს,ყოველ შემთხვევაში კარვახანი აქეთ გვიტევდა ვიდრე კვარას შეჩერებას ცდილობდა.... ღმერთმა ქნას, მაგრამ....
ასეა!!!
11 სექტემბერი 2023 17:18
10
შეჩერება კი არა იქნება არბენინოთ ყველა წინ და უკან,რომ ისწავლონ რამე. შეჩერებას და დგომას ვერ გვასწავლის ვერავინ ჩვენ. ეგ ჩვენი სტილია და კი ვართ სულ ცხრილის ფსკერზე შეჩერებული.
გვეშველება რამე???
11 სექტემბერი 2023 16:42
3
Ცოლი მოიყვანა და დაღლილია მოიცადეთ რა გჭირთ
Ვახტანგ კაპანაძე
11 სექტემბერი 2023 16:39
15
ვაი, ხვიჩა თუ დაიქოქა და სხვებმა ოდნავ მაინც თუ აუბეს მხარი, განახებენ სეირს!
ვერ გიშველით მუტანტი ჰალანდი.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
11 სექტემბერი 2023 15:43
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული