"მის შეჩერებას სწორედ ასე ვეცდებით" - რა თქვა ნორვეგიის ნაკრების მცველმა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო ნორვეგიას ესტუმრება.

ნორვეგიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" მცველმა იულიან რიერსონმა ადგილობრივ მედიასთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავი კოლექტიურად დაიცვას.

"თამაშამდე მცირე ტრავმა მივიღე, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. თუ მატჩში მონაწილეობ
ის მიღებას მოვახერხებ, ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა მომიწევს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ხვიჩას "კვარადონა" შეარქვეს, რაც ჩემს სიტყვებს ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ თავი კოლექტიურად დავიცვათ, მეტოქის ძლიერ ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს სწორედ ასე შევაჩერებთ", - განაცხადა რიერსონმა.

altსაქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა

altgoal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 19 /
ისედაც შეჩერებულია: სადაც დგას იქამდე პასის ამტანი არავინ არაა. თვითონ არც პელეა და არც მარადონა, რომ მარტომ წარმოიღოს ბურთი და რომც იყოს, რევანდელ ფეხბურთში ერთი კაცი ვერაფერს იზამს
დათი
13:07 11-09-2023
7
ხვიჩა,სხვა თუ არაფერი,მარტო ამ ჩასაფრებული,ღვარძლიანი,ნამუსგარეცხილი,ბილწად ენაგაკრეფილი ვაიგულშემატკივრების "პირის მოსაკეტად"უნდა იფრინო ნორვეგიაშო და შემდგომ უამრავ მომდევნო მატჩებში...
წარმატებები პირადად შენ და ჩვენს ნაკრებს მთლიანად!
მინდია
18:31 11-09-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული