პირველი მატჩის მგსავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ნათია ჯოჯუას და ლიზი გოგალაძის გოლებით მეტოქეს 2:1 სძლია.
აზერბაიჯანთან მატჩები საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ოქტომბრის ბოლოს გასამართ შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბულგარეთს, ხორვატიას და ლატვიას დაუპირისპირდება.
nakrebi.ge