ქართველი მსაჯები ავსტრიის და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს განსჯიან

AutoSharing Option
ავსტრიის და ნორვეგიის 21-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით, შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ.

მატჩი 12 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ ჰარტბერგში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული