უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

AutoSharing Option
ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ
ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით,
რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

Sportall.Ge

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..

altკლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 58 /
ხვიჩა კარგი კაცია, მოედანზე მაგარია და მოედნის მიღმაც, ვულოცავ ორივეს, ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას, რო მიხედოს უკეთესი იქნება
გოგა
16:16 18-10-2023
3
მოკლედ რა,კომენტარებზე კარგად უნდა გაერთო:-) :-)
ხვიჩა და ნიცა მშვენივრად არიან ერთად ბედნიერები,ვინც მაგათ ქორწილს განიხილავს ან ტორტზე თუ ჩაცმულობაე ქილიკობს... შური და საკუთარი შეუმდგარი ცხოვრება ალაპარაკებს,ასეა ეს :-):-).

მოცლილი
22:02 18-10-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული