როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის "დინამოში" ფინანსური პრობლემების შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისურ კლუბს მოთამაშეების 3-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს გარკვეული დროით მოცდა სთხოვა და პრობლემის გამოსწორებას შეჰპირდა.
თუმცა დათქმულ დროში მოთამაშეებმა თანხმა მაინც ვერ მიიღეს, რის გამოც მათ ოთხშაბათს ვარჯიშზე უარი თქვეს.
Geo Team-ის ცნობით, "დინამოს" ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი ხვალ, 4 ნოემბერს, "თელავს" უმასპინძლებს.
13:00 03-11-2023
"დინამოს" ფეხბურთელების პროტესტი - ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობას განიხილავს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ქერის ორმოში ზის და დიდ ფულსაც აკეთებს
რის ხარჯზე ადვილი მისახვედრია. მაგას გუნდის გაკეთება რო ნდომოდა უამრავი მაგალითები ჰქონდა. კლასვიკი არის საუკეთესო მაგალითი საუკეთესო!
50000 ანი ლეგიონერების გარეშეც შესაძლებელია შედეგის მიღწევა! პროსტა ამით აბოლებს იმათ ვისაც ჯერ კიდევ კერა ფიფიასი. არც ყიდის და არც გაყიდის