"ალბათ, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია" - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვარსკვლავზე ისაუბრა

AutoSharing Option
"საქართველოს ბანკმა" რუბრიკა "ხშირად დასმული კითხვები ხვიჩა კვარაცხელიასთან" შემოგვთავაზა და ვიდეო Youtube-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ანდრო ხელაძე "ნაპოლის" გარემარბს სხვადასხვა თემაზე ესაუბრა. გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს.

რა უთხრა ჯუდ ბელინგემმა "კვარას"?

"ჯუდი ოსიმენს ეკითხებოდა, პენალტს რატომ არ ურტყამო? ვიქტორმა ბოლო თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ეს, ალბათ, მათაც იცოდნენ. ბელინგემს ვუთხარი, მაგარი "თრეშ თოლქერი" (ბინძურად მოსაუბრე) ხარ-მეთქი. გაეცინა, მერე კი გავუტანეთ და 2:2 გახდა".

შეხვედრა მესისთან "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე

"მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ მესი ჩემთვის
რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, არა, როგორც ფეხბურთელი. რთულია, იპოვო ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში. რომ ვისხედით, რეკლამის დროს პაუზა იყო. მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. უცებ ფეხზე ადგა. ვფიქრობდი, თუ რატომ დგება, რადგან ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ ვმსხდარიყავით და ბევრი არ გვემოძრავა. მესი ჩემკენ მოდიოდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი როცა გამომიწოდა, ძალიან დავიბენი. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი. ასეთი ადამიანი, ამხელა ფეხბურთელი რომ დგება შენთვის გამარჯობის სათქმელად... მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ".

ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე უხერხული ოპონენტი?

"კალაბრია ყოველთვის კარგად მეთამაშება, ძალიან კარგი ფეხბურთელია. სხვათა შორის, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, მე კი სულ ვპასუხობ, რომ როდესაც ვარჯიშებზე დი ლორენცოს ვეთამაშები, მის წინააღმდეგ ძალიან მიჭირს, სასწაული მოთამაშეა... მაგარი პროფესიონალია. იმედია, მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწევს".

ხვიჩა და რაფაელ ლეაო

"პირველ რიგში, ჩემთვის მოთამაშეზე მნიშვნელოვანი მისი პიროვნული მახასიათებლებია. რაფა ისეთი ადამიანია... ალბათ, შეიძლება ეს ბევრმა არ იცის, უმაგრესი პიროვნებაა. ზოგადად, რთულია იპოვო ასეთი ადამიანი ფეხბურთში. მაგალითად, იყო პერიოდი, როდესაც გოლის გატანას დიდხანს ვერ ვახერხებდი, ფსიქოლოგიურად მიჭირდა. გოლი როცა გავიტანე, მომწერა, მომილოცა. საოცარი ბიჭია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მისი წარმატება ძალიან მიხარია".

საუკეთესო სტადიონი, სადაც "კვარას" უთამაშია

"ალბათ, "ენფილდი". რაც შეეხება იტალიაში, თუ "სან სიროს" არ ჩავთვლით, "მარადონას სტადიონი". "მილანთან" და "ინტერთან" სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, "მარადონაზე" თამაშიც არ უხარია არავის", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

alt"შოტლანდიასთან მატჩამდე 2-ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა.." - ხვიჩა კვარაცხელიას დასაფასებელი საქციელი

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

alt"რას ვფიქრობ ჩემს საგოლე გადაცემაზე?" - ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბელინგემს კარგად მოუთმენია კვარას ამ სიტყვებზე.
ბადრი
18 ნოემბერი 2023 16:10
41
ალბათ იმიტომ, რომ იუმორის გრძნობა არ ღალატობს.
სოსო
18 ნოემბერი 2023 16:42
2
მესის დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ შეადარეთ ხვიჩას ადილობრივი მოძულეებისას.))) კომედიაც აღარ არის, ზოგისგან გონების სიჩლუნგის დემონსტრაციაა, ზოგისგან კი ქართველთმოძულეობის.
გიორგი
18 ნოემბერი 2023 15:44
8
ტორპედოს ვურჩევდი მაკარიძეს დამატებას უკლუბოდ არის და წადგებოდა კიდევ კაი ხანი მისი გამოცდილება თან თერჯოლიდანა და მისთვისაც მისაღები იქნება ეს წინადადება ესე ვფიქრობ..
სიმართლე
18 ნოემბერი 2023 15:00
1
მშვენიერი მეკარე ჰყავს ტორპედოს, გამოცდილი და მაკარიძეზე უკეთესი...
ვენეციის კომისია
18 ნოემბერი 2023 18:36
9
ოფიციალურად სანამ ქართული ფეხბურთი ისევ ......ია კვარაცხელიას წარმატებებით ხდება ყველაფრის გადაფარვა და ნუ ცდილობთ ამ ბიჭზე ამოფარებით გაიპრავით თქვენი უსუსურობა და მაფიოზობა. კვარა არ არის ქართული ფეხბურთის პროდუქტი. დამოკიდებელი საქართველოს საუჯეთესო ფეხბურთელი დინამოდან რუსთავში გააგდეს თუ ვინმეს არ გახსოვთ. ყველაფერი რაც ამ ბიჭის გარშემო ხდება მხოლოდ მისი და მისი შრომის დამსახურებაა, რეალურად კი ისევ იმ ....... ვართ სადაც ვიყავით
დინამიტი
18 ნოემბერი 2023 14:23
11
კალაბრია მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელია და ალბათ ღირსეული პიროვნებაცაა. გავიხსენოთ, რომ კვარას ისე ეთამაშა ერთხელ არ ჩაურტყამს კოჭებში და თამაშის დამთავრების შემდეგ როგორ გადაეხვია უკვე ჩვენს კოლხურ ლ-ე-გ-ე-ნ-დ-ა-ს!
ვაჟა მასწავლებელი
18 ნოემბერი 2023 14:06
5
ნიკალა გადაიკითხე ხოლმე შენი ნაწერი .გამოდის რომ ბელინგემს კვარასთვის არაფერი არ უთქვია.
თამაზი
18 ნოემბერი 2023 13:46
2
ავტორი არაფერ შუაშია, თუ ვიდეოს უყურებთ ნახავთ, რომ ვიდეოშივე იყო ასეთი შეკითხვა და ავტორმა მისი ციტირება მოახდინა
თამაზას
18 ნოემბერი 2023 14:11
0
არ ველოდი ლეაო ასეთი დადებითი პიროვნება თუ იყო. ტიპაჟიდან გამომდინარე იბრაჰიმოვიჩისავით ავყია და ქედმაღალი მეგონა. გამეხარდა რომ ვცდებოდი...
ხვიჩა
18 ნოემბერი 2023 13:15
2
რას ამბობ ძმა, ეს ის კაცია რომელიც ვარჯიშზე, მოთელვაზე, თამაშის დროს, თამაშიდან გაყვანისას, და საერთოდ რომ ყოველთვის იღიმის, ჩემი აზრით ძაან პოზიტიური ადამიანია და ეტყობა კვარაც მაგრა ევასება, ძმურად, პირველი თამაშებიდანვე შევატყვე.
მალხაზ ჯობავა
18 ნოემბერი 2023 13:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული