საქართველო - ლუქსემბურგი | ქალთა ერთა ლიგის მეხუთე მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. 1-ელ დეკემბერს ჩვენი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს.

ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხევდრის მასპინძელ არენაზე გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა, ტატა მატვეევამ და თამარ ტატუაშვილმა ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "წლის ბოლო საშინაო მატჩი ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ფეხბურთელები ემზადებიან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველი გამარჯვების მოპოვება ერთა ლიგაში. რთული თამაში გველის, რადგან ლუქსემბურგს სჭირდება ქულები ჯგუფში მეორე ადგილის
დასაკავებლად. თუმცა მზად ვართ საკუთარ მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად. ფეხბურთელებთანაც სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, თითოეული ვარჯიშის დროს გამარჯვებაზე ვსაუბრობთ. გვსურს, რომ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი გავხდეთ. ვიმედოვნებ, რომ განვითარებას გავაგრძელებთ და გავაკეთებთ იმას, რაც წინა შეხვედრებში დაგვაკლდა".

ტატა მატვეევა (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში იდეალური განწყობაა. სამწუხაროდ, ანა ჩემინავას და ლელა ჭიჭინაძის სახით ორი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა გუნდში მყოფი ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ თამაში".

თამარ ტატუაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან სასიამოვნო იყო თურქეთთან მატჩის დროს მაყურებლის გვერდში დგომა. ვიმედოვნებ, რომ ხვალ უფრო მეტი შემართებით მოვლენ და გვიგულშემატკივრებენ. გულშემატკივარი მეთორმეტი მოთამაშეა და ძალიან დიდ ძალას ვგრძნობთ, როდესაც ჩვენთან არიან. ლუქსემბურგთან გასვლითი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ყველაფერს ჩავდებთ ამ მატჩის მოსაგებად".

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული