საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, მარტში, საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის მატჩებამდე, საქართველოს "ინტერის" ლეგენდები ეწვევიან.

გამოცემის ცნობით, "ნერაძურის" ლეგენდები საქართველოს ნაკრების ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.

ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ "ჯვაროსნების" შემადგენლობაში შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.

"ინტერის" შემადგენლობაში კი ხავიერ ძანეტი, ლუიშ ფიგუ, მარკო მატერაცი და ესტებან კამბიასო იასპარეზებენ.

აღნიშნული მატჩი ქალაქ ბათუმში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგად გაარკვიეთ, კობიაშვილს 3 ყვითელი ბარათი ხომ არ აქვს, შეუძლია თამაში?
llcl
14:03 18-12-2023
1
სიტყვა ლეგენდას ნუ გააუფასურებთ.. არცერთ დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია და ღირებულისთვის არ მიუღწევია.. უფრო სწორი იქნებოდა საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები რომ დაგეწერათ..
geo-geo
14:16 18-12-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული