"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ "ჩემპიონატს" ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

"მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? - არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!

ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა, საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!

მაშინ ყველა მისი
პროტეჟე იყო, შსს, პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თვითონ უნდა იჯდეს. 

ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვალიდი გახდა... დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.

რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდოდათ, ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.

ხელისუფლება, რომ შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვე.. რა თქმა უნდა, უდანაშაულ, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.

შემცვალა თუ არა ციხემ და გამხადა სხვა პიროვნება? - ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.

ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.

მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 180 /
Товарищ Георгий Путинович Деметров!
!
30 იანვარი 2024 15:09
27
ამ დედააფეთქებულმა რუსეთმა შორეულ წარსულს რომ თავი დავანებოთ საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაწყებული, სააკაშვილის ხსენებაც რომ არ იყო. ყოფა გვიტირა თავისი სიდამპლით და მის გებელსურ პრესასთან რომ ქლიავივით მოაღებ პირს, ხომ ხარ დებილი..
საბა
30 იანვარი 2024 23:57
17
წავიკითხე სრულად ეს ინტევიუ და ჟურნალისტი მაგარი ირონიულად უსვმდა კითხვებს,კარგად იციან ეტყობა რასაც წარმოადგენ და ქართული პოლიტიკის ამბებიც კარგად იციან,აქო და ადიდა კალაძე,არადა თბილისელების უმრავლესობა აგინებს კალაძეს,მაგრად დასცინიან ესეთ რუსეთუმეებს რუსები,ალაპარაკებენ ათას სისულელეებს და მერე დასცინიან,მაგრად "მიტყდება"თქვენს მაგივრად!!!მაგარი ინტელექტის პატრონები კი ხართ შენ,ასათიანი,ჯანაშია,სულაქველიძე,რევიშვილი,მეტრეველი,"ყვავს რა ჰქონდა ბუზს გაჰქონდაო თქვენზეა ნათქვამი"!!!!!გრუზინებიიი!!!!!!
სოსო
30 იანვარი 2024 19:14
15
დემეს შემოვევლე, პატიმრებს რათქმაუნდა ღირსეულად უნდე მოექცეს სახელმწიფო, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ შენც მამააბრამის ბატკანივით უცოდველი არ იყავი და ნუ იტყვი ეხლა ჩამიდეს ან ისე დამაკავესო
ლადო
31 იანვარი 2024 09:14
2
დემეტრაძე, არ ხარ შენ კაი კაცი. ჯერ ერთი იმიტომ არ ხარ კაი კაცი, რომ ოკუპანტებს მიეცი ინტერვიუ და აქ ლანძღავ შენი ქვეყნის ექსპრეზიდენტს, თუნდაც ის მართლაც იყოს ლანძღვის ღირსი. მერე მეორე და იცი შენ კარგად და საზოგადოებამაც მშვენივრად იცის რატომაც ჩაგსვეს იქ და ნუ გამოხვალ ეხლა მამა აბრამის ბატკანი
ქობულეთიდან
30 იანვარი 2024 18:34
18
სააკაშვილი მე რომ მკითხო ბევრად მეტია ღირსია, მაგრამ ეს რო მაზავშიკი იყო რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი:)
სვანი
30 იანვარი 2024 14:46
3
არ იცის, რატომ იჯდა...
mamuka09ze
30 იანვარი 2024 14:19
14
როგორც ვიცით „მაზავშიკობის" გამო დაგაკავეს და რა, არ „მაზავშიკობდი"?
ვაჟა
31 იანვარი 2024 00:59
5
ტრაწიან რუს ჟურნალისტზე კლიზმა არსება არ არსებობს მთელ პლანეტაზე
FF
30 იანვარი 2024 20:36
9
მიშა არ უყვართ პუტინს, რუსებს, რუსეთუმებს და კრიმინალებს. თუ ბიზნესი გაანადგურა, მაშინ როგორ გაიზარდა ბიზნესმენების შემოსავლები და მოსახლეობის ხელფასები, ბიუჯეტი კი შესაბამისად 15-ჯერ, იმიტომ ხომ არა, რომ ნაციონალებმა საგადასახადო დისციპლინა დაამყარეს? რატომ ღირდა დოლარი "გიჟი" მიშას დროს 1, 67, "ჭკვიანი" ივანიშვილს დროს კი - 2, 70, რატომ გაიზარდა ტარიფები, ვინ იდებს ამ ფულს ჯიბეში? მიშა ბენზინიდან და ბარკლიდან ერთ ლარს ითვისებდაო და ახლა იგი 3 ლარზე მეტი გახდა, სად მიდის დანარჩენი ფული? რატომ გაიზარდა მაშინ პენსიები 10-ჯერ და როტომ იზრდება ახლა მიზერულად (დოლარის კურსით), რატომ იმატებს კატასტროფულად ფასები მიშას დროსთან შედარებით? რატომ არ აკრიტიკებენ ამ ძარცვისათვის დემეტრაძე, კალაძე, ყაველაშვილი, ჯამარაული, სხვა სპორტსმენები ივანიშვილს? სად იყვნენ ისინი, როცა შევარდნაძე ხალხს უმოწყალოდ ძარცვავდა, დენი არ იყო, გაზი არ იყო, პენსია 14 ლარი იყო და იმასაც წლობით აგვიანებდნენ, მცირე ხელფასებს რომ ყოველწლიურად სეკვესტრს უკეთებდნენ? რატომ გაქრა მიშას დროს ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მე პირადად ორჯერ გამძარცვეს, რატომ აყაჩაღებდნენ ყოველდღე მოსახლეობას- მაგალითად ჩემი მეგობრის ცოლი დააყაჩაღეს, დედაჩემის მეგობარი მოკლეს ბანდიტებმა, ყოველდღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, როგორ უვარდებოდნენ ოჯახებში, აწამებდნენ, აუთოებდნენ მობინადრეებს, ხალხს და მანქანებს იტაცებდნენ. ხმა ამოიღო იგივე დემეტრაძემ, კალაძემ, ყაველაშვილმა, ჯამარაულმა, მსოფლიოში განთქმულმა სპორტსმენებმა შევარდნაძის წინააღმდეგ? ის არ იყო გიჟი და "გიჟი" იყო მიშა ეს უმსგავსობა რომ ალაგმა? თუ, სწორედ ეს არ მოსწონდათ და მოსწონთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს და წითელ ინტელიგენციას?
გიორგი
31 იანვარი 2024 14:50
35
მიშა ეჯავრებათ ნორმალურ ადამიანებს, მიშა უყვართ ფსიქიკურად შეშლილებს!
გიორგის
31 იანვარი 2024 16:29
22
კალაძეს იმ დროს სად ეცალა - მისივე სიტყვებით, ქურდებს იყო ჩახუტებული!
პასუხი
31 იანვარი 2024 16:18
9
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული